twitter facebook გამოიწერე

Sep 24, 2010

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი


ყველასათვის საყვარელი ფილმი „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ 1983 წელს გამოვიდა ეკრანებზე და დღესაც აქტუალურია.
ელდარ შენგელაიას წარდგენა არ სჭირდება. საოცარი ირონიით გაჯერებული ფილმი კონკრეტულად არც წარსულზეა, არც აწმყოზე და არც მომავალზე, თუმცა ნათლად გვაჩვენებს როგორი არ უნდა იყოს დამოკიდებულება საქმისადმი, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი სამსახურში და როგორი არ უნდა იყოს წყობა სახელმწიფოში.
სიუჟეტი რომელიღაც მოგამომცემლო-მოკვლევითო ორგანიზაციაში ხდება. კადრი ქუჩაში არ გამოდის. რამდენადაც შოსტკის კინოფირი იძლევა საშუალებას შესანიშნავი გადაღებაა.
სესილია თაყაიშვილის ბოლო როლი ხომ განუმეორებელს ხდის ფილმს. ელდარი იხსენებდა რომელიღაც გადაცემაში - ძლივს დავითანხმეო. არადა მასეთ მაღალ დონეზე ამ როლსაც ვერავინ შეასრულებდა.

ძალიან ხალისიანი და ჩუმი იუმორია ფილმში. ვითომ არაფერი გამოთქმები ფრთიან ფრაზებად იქცა და სადაც არ უნდა ახსენო გივი გამყრელიძე, ყველა გეტყვის:
-გივი შვებულებაშია, დაბრძანდით დაელოდეთ.
აქ იუმორის ლამაზი და უსიტყვო მარცვალია, ის ორი ახმახი სკამზე ჯდება და ელოდება გივის მოსვლას თვის ბოლოსთვის.
თუ ვინმე იტყვის თავბრუ მესხმის, აუცილებლად მოთხოვენ „მიბოძეთ თქვენი ხელები“, რაც ყოველთვის იწვევს ღიმილს და რეტისხმის გავლას.


ვისაც არ მოსწონს -გაიტანეთ
კითხულობს მუშა, ყველაფერს კითხულობს. აბა სხვა არავინ არაფერს კითხულობს.

დაუკვირდით მეორე ნაწყვეტს და სასწრაფოში დარეკვის მომენტს. შესანიშნავია. ეხლა წარმოიდგინეთ სასწრაფოში მჯდომი მორიგის სახე - გრელანდია ჩამოვარდა და დაშავდაა(?!)

აბა ბიჭო? სიხარულით ცას ეწია და სადაც დადო ისევ იქ პოულობენ ამ ნაწარმოებს. ასე კითხვაც არ შეიძლება.

დირექტორიც აქ ყოფილა. მაგარ მონოლოგს ამბობს.
ქართულ ენაზე ვისაც არ აქვს ნანახი - ვფიქრობ ამ ფილმისთვის და „ვეფხისტყაოსნისთვის“ უნდა ისწავლოს ქართული. ვაჟა ზაზაევიჩს ხომ დალოდების საათები აქვს და არა მიღების 


შემოდგომის ერთ ლამაზ დილას ბატონი ვასო ჩორგოლაშვილი თავის მაგიდაზე ბათქაშიდან ჩამოყრილ მტვერს ნახულობს...
მე ბევრს არ გავაგრძელებ, კიდევ ნახეთ და თუ არ გინახავთ ეხლავე ნახეთ, მერწმუნეთ არ ინანებთ. გააგრძელე კითხვა...

Sep 17, 2010

Resident Evil - After Life in 3D

Resident Evil - After Life ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ინახოს მხოლოდ და მხოლოდ 3D -ში, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია...

მე ვთვლი, რომ ეს ფილმი არის მსოფლიო კინემატოგრაფის შედევრების ნაჯვარი და მათი პლაგიატი...

ფილმში არის ძალიან ნაცნობი კადრები ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა: მატრიცა, ლეონი, გაქცევა (სერიალი) და ერთი პერსონაჟი კი ძალიან ჰგავს Silent Hill-ის ერთ-ერთ "უჟასწიკს"...

კერძოდ კი ამას:

: )) კიდევ ერთი რომელიღაცა ფილმიც მომაგონა, მაგრამ სანამ პოსტს დავწერდი, გადამავიწყდა...


ფილმი არის გადაღებული უმაღლეს დონეზე და თავისი 3D სპეცეფექტებით, შეიძლება ითქვას, რომ ავატარს არც კი ჩამოუვარდება...

უმაღლესი დონის კადრებს 3D -ში , გაწყობილს საოცარ საუნდტრეკებით თუ დავუმატებთ მილა იოვოვიჩს...

სწორედ After Life -ს და უდიდეს სიამოვნებას მივიღებთ, თუმცა ერთი კია, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კინოში, რადგან ფილმი ერთ-ერთი ყველაზე უშინაარსოა, თვით Salt-ზე უშინაარსოც კი!!!

Trailer:

გააგრძელე კითხვა...

Sep 15, 2010

"Madeo" (Mother)

კორეული კინემატოგრაფის მორიგი შედევრი რეჟისორ ჯონ-ჰო-ბონგისგან...


"Madeo" (Mother) ანუ "დედა" არის 2009 წლის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს დედა-შვილის საოცრად ტრაგიკულ ისტორიას. ვინც აზიურ კინემატოგრაფს არ არის მიჩვეული, მათთვის, ფილმის ტემპი ძალიან ნელი იქნება, ალბათ, განსაკუთრებით ჰოლივუდის ფილმებთან შედარებით... თუმცა ჩემთვის, მეტწილად ძალიან სასიამოვნოა ხოლმე, როცა რეჟისორი დეტალურად გადმოსცემს ამა თუ იმ სცენის სილამაზეს...

მე ძალიან არ მიყვარს ფილმის შინაარსის დაწერა და დეტალების აღწერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკომენდაციას ვუწევ მას... მხოლოდ ერთს გეტყვით, ჩემი აზრით, "Madeo" must see ფილმია ანუ აუცილებლად სანახავი...


ტრეილერი:

გადმოსაწერი ლინკი


გააგრძელე კითხვა...