ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია... ვისთვის ის კომედიაა, ვისთვის მხოლოდ გასართობი და დროის მოსაკლავი ფილმი, ჩემთვის კი ის ფილმზე მეტია!!!
გააგრძელე კითხვა...
ეს არის ადგილი სადაც ყველანაირი ავადმყოფური ფანტაზია შეიძლება რეალობად იქცეს...
გამოშვების თარიღი: 2005 წლის 27 სექტემბერი. hostel, hostel 2, Grindhouse, Cabin Fever, Cell, Inglourious Basterds და სხვა ფილმების სცენარისტის, რეჟისორის და მსახიობის ელაი როტისაგან.
მთავარ რომელბში:
ჯეი ჰერნანდეზი
დერეკ რიჩარდსონი და სხვა.
ორი ამერიკელი სტუდენტი და მათი ისლანდიელი გამყოლი ევროპაში მიემგზავრებიან სექსუალური თავგადასავლების საძებნელად. ისინი გაიგებენ რომ სლოვაკეთის ერთ-ერთ ქალაქში არის ადგილი სადაც აღმოსავლეთ ევროპის ლამაზმანები მზად არიან თითქმის ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. ტურისტებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე სასტუმროს კარი იღება, საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია და სადაც გართობის საზღაური უფრო მეტია ვიდრე სიცოცხლე. აქ მომსვლელი თავის სიკვდილზე სისხლით აწერს ხელს...
არსებობს ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბი, არსებობს ანონიმურ ნარკომანთა კლუბი და ასე შემდეგ, და არსებობს "ჰოსტელიც" ანონიმურ მწამებელთა ადგილი სადაც ხშირად ჩამოდიან ყველაზე ავადმყოფური ფანტაზიის მქონდე ადამიანები, სადაც ფრთები შეგიძლია შეასხა შენი გულის ყველაზე შორეულ კუნჭულში დამალულ ზიზღს, აგრესიას, ბრაზს... ეს არის შიშის, კომპლექსების, გარყვნილების, ყველა ადამიანური ამაზრზენი თვისებების ვულკანი. აქ შეგიძლია შენს ქირურგიულ ნიჭს გასაქანი მისცე... აქ ყვავილებად მოგეჩვენება შუა საუკუნეების წამების ხერხები და იარაღები... :)))
იცოდით რომ:
ფილმი აგებულია რეალურ მოვლენებზე, რეჟისორმა ელაი როტმა ერთხელ ინტერნეტში შემთხვევით იპოვა საიდუმლო საიტი რომელიც არეკლამებდა ადგილს სადაც ნებისმიერ მსურველს 10 000 დოლარად შეეძლო ეწამებინა, აბუჩად აეგდო :)) და საბოლოოდ მოეკლა თავისი მსხვერპლი ყველა შესაძლო ხერხებით...
ამ იდეით შთაგონებულმა ელაიმ საიტი აჩვენა კვენტინ ტარანტინოს და ისინი შეუდგნენ სცენარის წერას :) შემდეგში როტმა აღიარა რომ დანამდვილებით არ იცოდა რეალური იყო საიტზე არსებული ინფორმაცია თუ ვიღაცის ბოროტი ხუმრობა.
მსახიობმა რიკ ფოფერმანმა რომელიც ფილმში თამაშობს ამერიკელ ბიზნესმენს, გადაღებებზე მიიღო თავის ძლიერი ტრამვა, საქმე იმაშია რომ მისი პერსონაჟი თავის მსხვერპლს სწორედ ამ ხერხით კლავს :)))
როტმა ბავშვების ბანდის სახელად «Bubble Gum» -ის სათამაშოდ მართლა ქუჩიდან აიყვანა ბავშვები.
ელაი როტმა უფიციალურად მოუხადა ბოდიში ისლანდიის პრეზიდენტს რადგან მის ფილმში პერსონაჟი ოლი გამოყვანილია ისლანდიელ სექსუალურ მანიაკად. ამაზე პრეზიდენტს მხოლოდ გაეცინა და თქვა რომ არც ერთ ფილმში ამ სახით არც ერთი ისლანდიელი არ იყო გამოყვანილი. როტმა ასევე ბოდიში მოუხადა ისლანდიის კულტურის მინისტრს, მისი აზრით ფილმს შეეძლო სერიოზული ზიანი მიეყენებინა ტურიზმისთვის ისლანდიაში.
ფილმის გადაღებების დროს დაიხარჯა 150 გალონი სისხლი.
ოლის როლი სპეციალურად დაიწერა მსახიობ ეიტორ ჰუდიონსონისთვის, რადგან 2002 წელს როტმა ის შემთხვევით ნახა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და აღტაცებული იყო მისი ქარიზმითა. ის დაპირდა ეიტორს რომ აუცილებლად მისცემდა როლს თავის შემდეგ ფილმში.
ფილმი დასრულდა ზუსტად 12 თვეში სცენარის დაწერიან დამონტაჟებიან გამოსვლიანა :))) რაც სამჯერ ნაკლებია ჰოლივუდური ფილმების გამოსვლის დროზე.
2005 წელს ფილმი გატანილი იყო ისლანდიის კინოფესტივალზე.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა პრაღაში, სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში, რომელიც აშენდა 1910 წელს და 50 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო. სცენების უმეტესობა გადაღებულია საავადმყოფოს ერთ-ერთ სარდაფ ნომრით 10. სადაც აჩერებდნენ ყველაზე საშიშ ავადმყოფებს. ადგილი იყო იმდენად ამაზრზენი და საშინელი რომ როტმა დაიქირავა პატარა ორკესტრი რომლებიც გადაღებების დროს უკრავდნენ კლასიკას რადგან ცოტა მსუბუქი აურა შეექმნათ გადასაღებ "მოედანზე".
ფილმიდან ამოჭრილია რამდენიმე სცენა რომელიც პროდიუსერს ზედმეტად სასტიკი ეჩვენა.
ფილმში ჰოსტელის თანამშრომლები ერთმანეთს ელაპარაკებიან რუსულად, მიუხედავად იმისა რომ მოქმედება ხდება სლოვაკეთში. ეს განსაკუთრებით მაშინ ისმის კარგად როცა ამერიკელი გარბის ჰოსტელიდან..
ფილმის ტრეილერი:
მე პირადად ფილმი დიდად არ მომწონს მაგრამ იდეა მართლაც ძალიან საინტერესოა :)) თან ტარანტინოს ხათრითაც ღირს ყურება :)))))
Franklin J. Schaffner - ის კინოშედევრი... ფილმი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი... ეს ფილმი მოგვითხრობს რამოდენიმე ადამიანის ცხოვრების შესახებ, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი მაინც ჰენრის და ლუის დეგას მეგობრობაზეა აგებული... და ვინ შეასრულებდა მათ როლს, რომ არა ორი გენიალური მსახიობი: სტივ მაკქუინი და დასტინ ჰოფმანი?! ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - ვერავინ!!!
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ლაითმოტივად გასდევს ნამდვილი მეგობრობის მაგალითები, მისი დედა აზრი მაინც თავისუფელბისთვის ბრძოლაშია!!! იდეით და შესრულებით, ეს ფილმი მე ძალიან მაგონებს სტენლი კუბრიკის მექანიკურ ფორთოხალს... სტივ მაკქუინი ისევე გენიალურად თამაშობს ჰენრის როლს, როგორც მალკოლმ მაკდაუელი ალექსისას... არცერთი მათგანი არ ნებდება სიცოცხლის ბოლო წვეთამდე და მაინც იბრძვის თავისუფლებისათვის... როგორც კუბრიკის მექანიკურ ფორთოხალს, ამ ფილმსაც გენიალური დასასრული აქვს.
გარდა იმისა, რომ სცენარი შეუდარებელია, რეჟისურა არაჩვეულებრივი, ხოლო მსახიობების თამაში გენიალური, ფილმს აქვს კიდევ ერთი შთამბეჭდავი დეტალი, რომელიც მაყურებელი კიდევ უფრო აღტაცებაში მოჰყავს... ეს დეტალი არის ფილმის მუსიკალური გაფორმება!!!
ჯერი გოლდსმიტი
მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის დაჯილდოებას უკვე ბევრი კინოთმცოდნე აკრიტიკებს (ამ ბოლო დროს არც თუ უსაფუძვლოდ), მე მაინც ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე თუ რა ნომინაციაში იყო წარდგენილი ეს ფილმი ოსკარზე!!! ვერც რეჟისორი, ვერც მთავარი როლის შემსრულებელი და ვერც ასე ვთქვათ supporting როლის შემსრულებელი დასტინ ჰოპმანი ვერ გახდნენ ამ პრიზის ნომინანტები...
ჯერი გოლდსმიტმა კი ეს მოახერხა...
მოკლედ თავი, რომ აღარ შეგაწყინოთ, კიდევ ერთხელ გირჩევთ ამ არაჩვეულებრივი ფილმის ნახვას თქვენივე სიამოვნებისათვის... : ))