twitter facebook გამოიწერე

Nov 16, 2010

ჰოსტელი

ეს არის ადგილი სადაც ყველანაირი ავადმყოფური ფანტაზია შეიძლება რეალობად იქცეს...

გამოშვების თარიღი: 2005 წლის 27 სექტემბერი.
hostel, hostel 2, Grindhouse, Cabin Fever, Cell, Inglourious Basterds და სხვა ფილმების სცენარისტის, რეჟისორის და მსახიობის ელაი როტისაგან.

მთავარ რომელბში:
ჯეი ჰერნანდეზი

დერეკ რიჩარდსონი
და სხვა.

ორი ამერიკელი სტუდენტი და მათი ისლანდიელი გამყოლი ევროპაში მიემგზავრებიან სექსუალური თავგადასავლების საძებნელად. ისინი გაიგებენ რომ სლოვაკეთის ერთ-ერთ ქალაქში არის ადგილი სადაც აღმოსავლეთ ევროპის ლამაზმანები მზად არიან თითქმის ნებისმიერი სურვილი შეასრულონ. ტურისტებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე სასტუმროს კარი იღება, საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია და სადაც გართობის საზღაური უფრო მეტია ვიდრე სიცოცხლე. აქ მომსვლელი თავის სიკვდილზე სისხლით აწერს ხელს...


არსებობს ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბი, არსებობს ანონიმურ ნარკომანთა კლუბი და ასე შემდეგ, და არსებობს "ჰოსტელიც" ანონიმურ მწამებელთა ადგილი სადაც ხშირად ჩამოდიან ყველაზე ავადმყოფური ფანტაზიის მქონდე ადამიანები, სადაც ფრთები შეგიძლია შეასხა შენი გულის ყველაზე შორეულ კუნჭულში დამალულ ზიზღს, აგრესიას, ბრაზს... ეს არის შიშის, კომპლექსების, გარყვნილების, ყველა ადამიანური ამაზრზენი თვისებების ვულკანი. აქ შეგიძლია შენს ქირურგიულ ნიჭს გასაქანი მისცე...
აქ ყვავილებად მოგეჩვენება შუა საუკუნეების წამების ხერხები და იარაღები... :)))


იცოდით რომ:

ფილმი აგებულია რეალურ მოვლენებზე, რეჟისორმა ელაი როტმა ერთხელ ინტერნეტში შემთხვევით იპოვა საიდუმლო საიტი რომელიც არეკლამებდა ადგილს სადაც ნებისმიერ მსურველს 10 000 დოლარად შეეძლო ეწამებინა, აბუჩად აეგდო :)) და საბოლოოდ მოეკლა თავისი მსხვერპლი ყველა შესაძლო ხერხებით...

ამ იდეით შთაგონებულმა ელაიმ საიტი აჩვენა კვენტინ ტარანტინოს და ისინი შეუდგნენ სცენარის წერას :) შემდეგში როტმა აღიარა რომ დანამდვილებით არ იცოდა რეალური იყო საიტზე არსებული ინფორმაცია თუ ვიღაცის ბოროტი ხუმრობა.

მსახიობმა რიკ ფოფერმანმა რომელიც ფილმში თამაშობს ამერიკელ ბიზნესმენს, გადაღებებზე მიიღო თავის ძლიერი ტრამვა, საქმე იმაშია რომ მისი პერსონაჟი თავის მსხვერპლს სწორედ ამ ხერხით კლავს :)))

როტმა ბავშვების ბანდის სახელად «Bubble Gum» -ის სათამაშოდ მართლა ქუჩიდან აიყვანა ბავშვები.

ელაი როტმა უფიციალურად მოუხადა ბოდიში ისლანდიის პრეზიდენტს რადგან მის ფილმში პერსონაჟი ოლი გამოყვანილია ისლანდიელ სექსუალურ მანიაკად. ამაზე პრეზიდენტს მხოლოდ გაეცინა და თქვა რომ არც ერთ ფილმში ამ სახით არც ერთი ისლანდიელი არ იყო გამოყვანილი. როტმა ასევე ბოდიში მოუხადა ისლანდიის კულტურის მინისტრს, მისი აზრით ფილმს შეეძლო სერიოზული ზიანი მიეყენებინა ტურიზმისთვის ისლანდიაში.

ფილმის გადაღებების დროს დაიხარჯა 150 გალონი სისხლი.

ოლის როლი სპეციალურად დაიწერა მსახიობ ეიტორ ჰუდიონსონისთვის, რადგან 2002 წელს როტმა ის შემთხვევით ნახა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და აღტაცებული იყო მისი ქარიზმითა. ის დაპირდა ეიტორს რომ აუცილებლად მისცემდა როლს თავის შემდეგ ფილმში.

ფილმი დასრულდა ზუსტად 12 თვეში სცენარის დაწერიან დამონტაჟებიან გამოსვლიანა :))) რაც სამჯერ ნაკლებია ჰოლივუდური ფილმების გამოსვლის დროზე.

2005 წელს ფილმი გატანილი იყო ისლანდიის კინოფესტივალზე.

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა პრაღაში, სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში, რომელიც აშენდა 1910 წელს და 50 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო. სცენების უმეტესობა გადაღებულია საავადმყოფოს ერთ-ერთ სარდაფ ნომრით 10. სადაც აჩერებდნენ ყველაზე საშიშ ავადმყოფებს. ადგილი იყო იმდენად ამაზრზენი და საშინელი რომ როტმა დაიქირავა პატარა ორკესტრი რომლებიც გადაღებების დროს უკრავდნენ კლასიკას რადგან ცოტა მსუბუქი აურა შეექმნათ გადასაღებ "მოედანზე".

ფილმიდან ამოჭრილია რამდენიმე სცენა რომელიც პროდიუსერს ზედმეტად სასტიკი ეჩვენა.

ფილმში ჰოსტელის თანამშრომლები ერთმანეთს ელაპარაკებიან რუსულად, მიუხედავად იმისა რომ მოქმედება ხდება სლოვაკეთში. ეს განსაკუთრებით მაშინ ისმის კარგად როცა ამერიკელი გარბის ჰოსტელიდან..

ფილმის ტრეილერი:


მე პირადად ფილმი დიდად არ მომწონს მაგრამ იდეა მართლაც ძალიან საინტერესოა :)) თან ტარანტინოს ხათრითაც ღირს ყურება :)))))


Бывают места, которые не хочется покидать. Есть отпуска, из которых не хочется возвращаться… ;)
გააგრძელე კითხვა...

Oct 21, 2010

Papilon (პეპელა)


Franklin J. Schaffner - ის კინოშედევრი...  ფილმი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი...  ეს ფილმი მოგვითხრობს რამოდენიმე ადამიანის ცხოვრების შესახებ, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი მაინც ჰენრის და ლუის დეგას მეგობრობაზეა აგებული... და ვინ შეასრულებდა მათ როლს, რომ არა ორი გენიალური მსახიობი: სტივ მაკქუინი და დასტინ ჰოფმანი?! ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - ვერავინ!!!

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ლაითმოტივად გასდევს ნამდვილი მეგობრობის მაგალითები, მისი დედა აზრი მაინც თავისუფელბისთვის ბრძოლაშია!!!  იდეით და შესრულებით, ეს ფილმი მე ძალიან მაგონებს სტენლი კუბრიკის მექანიკურ ფორთოხალს... სტივ მაკქუინი ისევე გენიალურად თამაშობს ჰენრის როლს, როგორც მალკოლმ მაკდაუელი ალექსისას... არცერთი მათგანი არ ნებდება სიცოცხლის ბოლო წვეთამდე და მაინც იბრძვის თავისუფლებისათვის... როგორც კუბრიკის მექანიკურ ფორთოხალს, ამ ფილმსაც გენიალური დასასრული აქვს.

გარდა იმისა, რომ სცენარი შეუდარებელია, რეჟისურა არაჩვეულებრივი, ხოლო მსახიობების თამაში გენიალური, ფილმს აქვს კიდევ ერთი შთამბეჭდავი დეტალი, რომელიც მაყურებელი კიდევ უფრო აღტაცებაში მოჰყავს... ეს დეტალი არის ფილმის მუსიკალური გაფორმება!!!

ჯერი გოლდსმიტი

მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის დაჯილდოებას უკვე ბევრი კინოთმცოდნე აკრიტიკებს (ამ ბოლო დროს არც თუ უსაფუძვლოდ), მე მაინც ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე თუ რა ნომინაციაში იყო წარდგენილი ეს ფილმი ოსკარზე!!! ვერც რეჟისორი, ვერც მთავარი როლის შემსრულებელი და ვერც ასე ვთქვათ supporting როლის შემსრულებელი დასტინ ჰოპმანი ვერ გახდნენ ამ პრიზის ნომინანტები...
ჯერი გოლდსმიტმა კი ეს მოახერხა...
მოკლედ თავი, რომ აღარ შეგაწყინოთ, კიდევ ერთხელ გირჩევთ ამ არაჩვეულებრივი ფილმის ნახვას თქვენივე სიამოვნებისათვის... : ))
გააგრძელე კითხვა...

Oct 19, 2010

სტენლი კუბრიკი (Stanley Kubrick)

როდესაც გადავწყვიტე დამეწერა კუბრიკზე, გადავიკითხე უამრავი სტატია მის შესახებ. ბევრი დახასიათება არსებობს. მას ახასიათებენ, როგორც პრეტენზიულ, მოსაწყენ და რთულად გამგებ კინორეჟისორს, ასევე მასზე წერენ რომ ის ერთ-ერთი რეჟისორია, რომელიც  ახალ ჰორიზონტებს ხსნის და მაყურებელს არ არსებულ სამყაროს ანახებს.


სტენლი კუბრიკი დაიბადა 1928 წლის 26 ივნისს, ნიო-იორკში. თავიდან სკოლაში საშუალოდ სწავლობდა, მაგრამ შემდეგ აანაზღაურა. პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ჭადრაკს  და ძალიან ბევრს კითხულობდა. კუბრიკის ბავშობის ოცნება იყო ესწავლა დაკვრა დასარტყამ ინსტრუმენტზე და ყოფილიყო რომელიმე ჯაზ-ჯგუფის წევრი. მაგრამ როგორც ყველა ბავშვს ეცვლება ოცნება, ასევე კუბრიკსაც შეეცვალა და მისი მორიგი გატაცება გახდა ფოტოგრაფია. პირველი ფოტოკამერა მას აჩუქა მამამ, როდესაც კუბრიკი იყო 13 წლის და უკვე 40-ან წლებში ის გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოკორესპონდენტი ჟურნალ “Look”-ში. 

1951 წელს მან გამოუშვი თავის პირველი მოკლე მეტრაჟიანი ფილმი "Day of the Fight" - ბოქსიორ უოლტერ კარტიეზე, რომელიც ერთ დროს იყო მისი პირველი ფოტორეპორტაჟის გმირი. პირველ ფილმებს კუბრიკი იღებდა საკუთარი ფულით ან ახლობლების დახმარებით. ფილმ „Fear and desire“ (1953) დამფინანსებელი გახდა კუბრიკის ალალი ბიძა.  შემდეგი მისი პესიმისტური ნამუშევარი "The Killing" (1956),  კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მაგრამ პირველი ფილმი, რომელმაც გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი მაყურებელში და კრიტიკოსებში გახდა ფილმი "Paths of Glory"  (1957)  - დრამა ომზე. ეს ფილმი აკრძალეს საფრანგეთში და ბელგიაში კი უამრავი საპროტესტო მიტინგი გაიმართა. ეს იყო პირველი, მაგრამ არა ბოლო აფეთქება კუბრიკის კარიერაში.

1961 წელს კუბრიკი გადავიდა საცხოვრებლად ინგლისში. ის ვერასოდეს იზღუდავდა თავს და არ ესმოდა ჰოლივუდის სტანდარტების, ამიტომ ჩამოშორდა და განაგრძო მოღვაწეობა საკუთარი სტანდარტებით.  როგორც ამბობენ კრიტიკოსები „ნამდვილი კუბრიკი“ მოევლინა კინემატოგრაფიას ფილმით „Spartacus“ (1960). კუბრიკი დაპატიჟა კირკ დუგლასმა, რომელმაც ითამაშა ფილმში "Paths of Glory" . გადაღებების შემდეგ კი დუგლასი იხსენიებდა კუბრიკს უხამსო სიტყვებით და არც ერიდებოდა ჟურნალისტებთან ასე ღიად აზრის გამოხატვის, რადგან იყო გადაღლილი კუბრიკის მოთხოვნილობით.


 

თანამედროვე ეპოქაში კუბრიკის მთავარ ფილმებად ითვლება:  „Dr. Strangelove“ (1964), 2001: A Space Odyssey (1968) და „A Clockwork Orange“ (1971), რომელიც ბრიტანეთში იყო აკრძალული. როგორც გადაწყვიტა სასამართლომ ზედმეტი სექსი და გარყვნილობა ყიველგვარ მორალს ცდებოდა კუბრიკის ამ ფილმში. ასევე დადებითად აფასებენ ფილმს Lolita“ (1962), სადაც სცენარის ავტორი იყო ვლადიმირ ნაბოკოვი. ნაბოკოვი ძალიან ღელავდა  გადაღების პროცესში, რადგან ამბობდა რომ ლოლიტა დაფუძნებულია  არარეალურ ფაქტებზე და მისი მორიგი გამოგონებაა, სადაც ის სცდილობს მკითხველს გააცნოს თავის იდუმალი სამყარო. ნაბოკოვი ამბობდა, რომ მისი ეკრანიზაცია ყოველთვის იქნება მიახლოვებული სცენართან, რადგან მისი სრულიად გადმოცემა შეუძლებელია, თუმცა გადაღების დასრულების შემდეგ ის ძალიან კმაყოფილი იყო და აქებდა კუბრიკს. კუბრიკს ყოველთვის თვლიდნენ არა შუამავლად მწერლის და მაყურებლის შორის, არამედ როგორც ავტორს , რადგან ყველა სცენარში ის სცდილობა შეეტანა თავის ელემნტი, რომელიც ფილმს არაჩვეულებრივს ხდიდა და კუბრიკულ ელფერს ადებდა.

1975 წელს კუბრიკს გამოაქვს ეკრანზე უილიამ ტაკერეას მორიგი რომანი "Barry Lyndon", ამ ფილმში ყველაზე ნაკლებად მომთხოვნი იყო კუბრიკი მსახიობების და სცენარისტის მიმართ, თუმცა აიღო 4 ოსკარი.



1999 წლის 7 მარტს, ფილმ „EYES WIDE SHUT-ის 4 წლიანი მონტაჟის თავზე, კუბრიკი დაიღუპა.  ამ ფილმზე დადიოდა ყველაზე მეტი ჭორი და კრიტიკა, ჯერ კიდევ 1996 წლიდან, როცა გადაღების პროცესი ჯერ მხოლოდ იწყებოდა. რამოდენიმე წელი კუბრიკი იყო კარგი სცენარისტის ძიებაში, მან შეიძინა არაერთი სცენარი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს თავს ანებებდა, რადგან ამბობდა რომ სცენარისტები ჯერ ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულნი. ასევე მასთან მუშაობაზეც ბევრი ამბობდა უარს, რადგან ყველა აცხადებდა რომ კუბრიკთან მუშაობა ბევრ მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. ასევე მას აკრიტიკებდნენ იმაში რომ გადაღების პროცესში ის ისეთ იმპროვიზაციას უკეთებს სცენარს რომ საბოლოოდ სხვა ფილმი გამოდის და ყველა სცენარისტი უკმაყოფილი იყო იმით რომ მათი მასალა უხეშად გამოყენებული გამოდიოდა.

 

2001 წელს სტივენ სპილბერგი იღებს ფილმს “Artificial Intelligence“ , რომელიც ასევე კუბრიკის ოცნება იყო. სპილბერგმა ნახა ასობით ჩანაწერი და იდეა ამ ფილმთან დაკავშირებით, თვით კუბრიკის ხელნაწერები და ფილმის პირველი კადრებიც კუბრიკის გადაღებულია. მაგრამ საბოლოოდ ფილმი მაინც სპილბერგის გახდა, რადგან კუბრიკმა ვერ მოასწრო თავის საქმის ბოლომდე მიყვანა.

 

კუბრიკი ამბობდა: "თქვენ იქნებით ისეთივე დიდებული კინორეჟისორები როგორც მე, თუ ყველას აუკრძალავთ თქვენს საქმეში ჩარევას და დარჩებით ისეთები როგორებიც ხართ“.  სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად თითქმის შეუძლებელი, თუმცა მან ეს შეძლო.

 

 


 


გააგრძელე კითხვა...

Oct 14, 2010

შექსპირი და კინო-შედევრები



რომეო და ჯულიეტა – შექსპირის ერთერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედიარომელიც ბავშურ და უმანკო სიყვარულზე მოგვითხრობსიგი იმითაც გამოირჩვარომ ყველაზე მეტჯერაა დადგმული სცენაზე მსოფლიოშიმაგრამ არა მხოლოდ სცენაზე.. ამ ლიტერატურული შედევრის ეკრანიზაცია სამჯერ მოხდა და ამ პოსტში შევეცდები სწორედ ამ სამ ფილმზე მოგითხროთრომელთაც ეს ნაწარმოები აერთიანებთ.

1. 
მისი პირველი ეკრანიზაცია შედგა 1954 წელსმთავარ როლებს ასრულებენ : სუსანშენტალი და ლორენს ჰარვიფილმს აღებული აქვს ოსკარი და ოქროს ლომიასევე ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო ბრიტანული ფილმი და საუკეთესო სცენარი.

2. მეორედ მისი ეკრანიზაცია ფრანკო ძეფირელის მიერ შედგა 1968 წელს და მთავარიროლებს ლეონარდი უითინგი და ოლივია ჰიუსეი ასრულებენეს ფილმი 1969 წელსწარდგენილი იყო სამ ნომინაციაში,ოსკარზე
1)
საუკეთესო ოპერატორის ნამუშევარი (აიღო)
2)
საუკეთესო კოსტიუმები და (აიღო)
3) 
საუკეთესო ფილმი (ვერ აიღო)
1969 
წელს ოქროს გლობუსზე აირო პრემიები:
საუკეთესო ინგლისურენოვანი ფილმი
ასევე დამწყები ქალისა და მამაკაცის როლის შემსრულებლებისათვის.
წარგენილი იყო საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევარზე და საუკეთესომუსიკაზე,თუმცა ვერ გაიმარჯვა..
ასევე აიღო ბაფტას პრემია საუკეთესო კოსტიუმებისათვის
საუკეთესო რეჟისურა(ამერიკელ კინოკრიტიკოსთა საზოგადოებიდან,1969 წელს).

3. ბოლოს კი მისი ეკრანიზაცია განხორციელდა 1998 წელსსადაც მთავარი როლები ლეონარდი დიკაპრიომ და კლერ დეინსიმ შეასრულეს.ეს ფილმი წინა ორისგან იმით განსხვავდებარომ ახლანდელ დროზეა მორგებულიკერძოდ კიდიდი ფაშფაშაკაბებილამაზი მოკლე კაბებითაა შეცვლილიელასტიკები – ჯინსებითდაშნები კითოფებითა და ასე შემდეგ..


როგორც ჩანს სიყვარულისთვის სიცოცხლის გაწირვაც ადვილია..
გააგრძელე კითხვა...

Oct 11, 2010

მაღალ ბიუჯეტიანი ფილმები


როგორც მოგეხსენებათ ყველა ფილმს გარკვეული ბიუჯეტი აქვს, რომელიც მის ‘დანახარჯებს’ ჰყოფნის. ეს ‘დანახარჯი’ შეიძლება იყო მსახიობთა ჰონორარი, გადაღება, მონტაჟი, საუნდტრეკების შესყიდვა და სხვა .. რაც უფრო დაბალბიუჯეტიანია ფილმი, მით უფრო არასასიამოვნო საყურებელი მისი განსაცვიფრებელი შინაარსის მიუხედავად. არსებობს ისეთი ფილმები, რომელთა ბიუჯეტი რეკორდებსაც კი ხსნის და ამ პოსტში მინდა სამ რეკორდსმენ ფილმზე გესაუბროთ .


სიის სათავეში მოექცა - კარიბის ზღვის მეკობრეები 3 (Pirates of the Caribbean- At World's End), რომელიც გორ ვერბინსკმა გადაიღო 2007 წელს. მისი ბიუჯეტი შეადგენს 300 მილიონს და აქედან ყველაზე მეტი მონტაჟსა და გადაღებებში დაიხარჯა. ამ ფილმიდან მთავარი როლის შემსრულებელმა ჯონი დეპმა 23 მილიონი აიღი, რაც მსახიობის ანაზღაურების ყველაზე მაღალი შემთხვევაა.
ფილმი მოგვითხრობს ბნელ დროზე. მეკობრეთა საუკუნე უახლოვდება დასასრულს. ლორდ კატლერ ბეკეტმა ოსტ–ინდის კომპანიიდან დაეუფლა კონტროლს ყველასათვის შიშისმომგვრელ ხომალდ-მოჩვენებაზე და მის ბოროტ, შურის მაძიებელს კაპიტან დეივი ჯოუნსზე. ახლა მფრინავი ჰოლანდიელი დაუღალავად დადის შვიდი ზღვის წყალში და ადმირალი ნორინგტონის ხელმძღვანელობით მეკობრეთა ხომალდებს ანადგურებენ. უილ ტორნერი, ელიზაბეტ სუონი და კაპიტანი ბარბოსა მიემგზავრებიან სახიფათო მოგზაურობაში მეკობრეთა საძმოს ცხრა ბარონის მოსაძებნა: სწორედ ამ საძმოსთანაა დაკავშირებული ბეკეტზე გამარჯვების უკანასკნელი იმედი. მაგრამ ერთ–ერთი ბარონი - კაპიტანი ჯეკი დაიკარგა. ურჩხულთან წარუმატებელ შეხვედრის შემდეგ ის დევი ჯოუნსის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენი გმირების შორის არსებული კავშირი ტია დალმას და რაჯეტის ჩათვლით არ არის ძლიერი. ისინი ჯერ უნდა გაემგზავრონ სახიფათო, ეკზოტიკურ სინგაპურში და შეებრძოლონ მეკობრეთა კაპიტანს სიაო ფენს საზღვაო რუქების და გემის გულისთვის, რომელიც ჯეკის გადასარჩენად მათ ქვეყნის ნებისმიერ ადგილას მიიყვანს.


მეორე ადგილი დაიკავა - ადამიანმა ობობამ (3). მისი ბიუჯეტი შეადგენს 258 მილიონს. ფილმი სემ რეიმმა გადაიღო 2007 წელს და მთავარი როლები როგორც მის წინამორბედებში შეასრულეს ტობი მაგუაერმა და ქრისტენ დანტსმა.
ფილმი მოგვითხრობს პიტერ პარკერზე. იგი 10 წელია რაც ადამიანი-ობობა გახდა და 3 წელი გავიდა რაც მან დაიფიცა, რომ ადამიანი-ობობას კოსტუმს აღარასოდეს მოირგებდა. მაგრამ იგი ამ პირობის შესრულებას ვერ შეძლებს, რადგან მასში ბნელი ვირუსი შეიჭრება და პიტერი სასოწარკვეთილი ცდილობს განდევნოს თავისი თავიდან ბოროტება, რომელიც ამ ვირუსმა მოიტანა, ბოლოს ამას მოახერხებს კიდევაც და თავის შეყვარებულს - მერი ჯეინსაც გადაარჩენს, მაგრამ იღუპება მისი საუკეთესო მეგობარი, რაც უდიდესი დრამატული ფაქტია ფილმში. ყველაფერი კი ოპტიმისტურად მთავრდება და ყველაფერი ცუდი ძველ დროში რჩება.


მესამე ადგილს დასჯერდა- ჯეიმს ბონდი და მოწყალების კვანტუმი. ფილმი გადაიღო მარკ ფოსტერმა 2008 წელს და მისი ბიუჯეტი შეადგენს - 230 მილიონს. მასში მთავარ როლს ასრულებს დენიელ ქრეიგი. იგი ერთ-ერთი ორგანიზაციის სპეც-აგენტია, რომელიც აგენტი 007-ის სახელით არიც ცნობილი.
ვესპერის ღალატის შემდეგ, აგენტი 007 ებრძვის სურვილს ბოლო დავალება პირად ვენდეტად არ გადადააქციოს. სიმართლის ძიებაში, ბონდი და მ მისტერ უაიტს დაკითხავენ, რომლისგანაც გაიგებენ, რომ ორგანიზავია, რომელიც ვესპერს აშანტაჟებდა ბევრად უფრო რთული და სახიფათოა, ვიდრე წარმოედგინათ. Mi6 სასამართლოს სამედიცინო ექსპერტებმა შემთხვევით გაიცნო მებრძოლი სულის მქონე გოგონა კამილა, რომელსაც მისნაირად სწყურია შურისძიება. კაკამილას მეშვეობით ბონდი დომინიკ გრინზე გამოვა, სასტიკ ბიზნესმენზე და ორგანიზაციაში უკანასკნელ ადამიანზე... ავსტრიაში, იტალიაში და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ ბონდი გაიგებს გრინის და გენერალ მედრანოს შეთქმულების შესახებ მსოფლიოს ნავთობზე კონტროლის ხელში ჩაგდების მიზნით. სმართლის აღსადგენად ბონდი ძველი მეგობრებს მიმართავს დახმრებისთვის...ისინი ბონდს დაეხამრებიან და ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ბონდი დომინიკ გრინს უდაბნოში მიატოვებს თან ბოტლს უტოვებს ნავთობით სავსეს .. ისიც სვამს ამას და კვდება ..


გააგრძელე კითხვა...