როდესაც გადავწყვიტე დამეწერა კუბრიკზე, გადავიკითხე უამრავი სტატია მის შესახებ. ბევრი დახასიათება არსებობს. მას ახასიათებენ, როგორც პრეტენზიულ, მოსაწყენ და რთულად გამგებ კინორეჟისორს, ასევე მასზე წერენ რომ ის ერთ-ერთი რეჟისორია, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და მაყურებელს არ არსებულ სამყაროს ანახებს.
სტენლი კუბრიკი დაიბადა 1928 წლის 26 ივნისს, ნიო-იორკში. თავიდან სკოლაში საშუალოდ სწავლობდა, მაგრამ შემდეგ აანაზღაურა. პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ჭადრაკს და ძალიან ბევრს კითხულობდა. კუბრიკის ბავშობის ოცნება იყო ესწავლა დაკვრა დასარტყამ ინსტრუმენტზე და ყოფილიყო რომელიმე ჯაზ-ჯგუფის წევრი. მაგრამ როგორც ყველა ბავშვს ეცვლება ოცნება, ასევე კუბრიკსაც შეეცვალა და მისი მორიგი გატაცება გახდა ფოტოგრაფია. პირველი ფოტოკამერა მას აჩუქა მამამ, როდესაც კუბრიკი იყო 13 წლის და უკვე 40-ან წლებში ის გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოკორესპონდენტი ჟურნალ “Look”-ში.
1951 წელს მან გამოუშვი თავის პირველი მოკლე მეტრაჟიანი ფილმი "Day of the Fight" - ბოქსიორ უოლტერ კარტიეზე, რომელიც ერთ დროს იყო მისი პირველი ფოტორეპორტაჟის გმირი. პირველ ფილმებს კუბრიკი იღებდა საკუთარი ფულით ან ახლობლების დახმარებით. ფილმ „Fear and desire“ (1953) დამფინანსებელი გახდა კუბრიკის ალალი ბიძა. შემდეგი მისი პესიმისტური ნამუშევარი "The Killing" (1956), კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მაგრამ პირველი ფილმი, რომელმაც გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი მაყურებელში და კრიტიკოსებში გახდა ფილმი "Paths of Glory" (1957) - დრამა ომზე. ეს ფილმი აკრძალეს საფრანგეთში და ბელგიაში კი უამრავი საპროტესტო მიტინგი გაიმართა. ეს იყო პირველი, მაგრამ არა ბოლო აფეთქება კუბრიკის კარიერაში.
1961 წელს კუბრიკი გადავიდა საცხოვრებლად ინგლისში. ის ვერასოდეს იზღუდავდა თავს და არ ესმოდა ჰოლივუდის სტანდარტების, ამიტომ ჩამოშორდა და განაგრძო მოღვაწეობა საკუთარი სტანდარტებით. როგორც ამბობენ კრიტიკოსები „ნამდვილი კუბრიკი“ მოევლინა კინემატოგრაფიას ფილმით „Spartacus“ (1960). კუბრიკი დაპატიჟა კირკ დუგლასმა, რომელმაც ითამაშა ფილმში "Paths of Glory" . გადაღებების შემდეგ კი დუგლასი იხსენიებდა კუბრიკს უხამსო სიტყვებით და არც ერიდებოდა ჟურნალისტებთან ასე ღიად აზრის გამოხატვის, რადგან იყო გადაღლილი კუბრიკის მოთხოვნილობით.

თანამედროვე ეპოქაში კუბრიკის მთავარ ფილმებად ითვლება: „Dr. Strangelove“ (1964), „2001: A Space Odyssey“ (1968) და „A Clockwork Orange“ (1971), რომელიც ბრიტანეთში იყო აკრძალული. როგორც გადაწყვიტა სასამართლომ ზედმეტი სექსი და გარყვნილობა ყიველგვარ მორალს ცდებოდა კუბრიკის ამ ფილმში. ასევე დადებითად აფასებენ ფილმს „Lolita“ (1962), სადაც სცენარის ავტორი იყო ვლადიმირ ნაბოკოვი. ნაბოკოვი ძალიან ღელავდა გადაღების პროცესში, რადგან ამბობდა რომ ლოლიტა დაფუძნებულია არარეალურ ფაქტებზე და მისი მორიგი გამოგონებაა, სადაც ის სცდილობს მკითხველს გააცნოს თავის იდუმალი სამყარო. ნაბოკოვი ამბობდა, რომ მისი ეკრანიზაცია ყოველთვის იქნება მიახლოვებული სცენართან, რადგან მისი სრულიად გადმოცემა შეუძლებელია, თუმცა გადაღების დასრულების შემდეგ ის ძალიან კმაყოფილი იყო და აქებდა კუბრიკს. კუბრიკს ყოველთვის თვლიდნენ არა შუამავლად მწერლის და მაყურებლის შორის, არამედ როგორც ავტორს , რადგან ყველა სცენარში ის სცდილობა შეეტანა თავის ელემნტი, რომელიც ფილმს არაჩვეულებრივს ხდიდა და კუბრიკულ ელფერს ადებდა.
1975 წელს კუბრიკს გამოაქვს ეკრანზე უილიამ ტაკერეას მორიგი რომანი "Barry Lyndon", ამ ფილმში ყველაზე ნაკლებად მომთხოვნი იყო კუბრიკი მსახიობების და სცენარისტის მიმართ, თუმცა აიღო 4 ოსკარი.
1999 წლის 7 მარტს, ფილმ „EYES WIDE SHUT“ -ის 4 წლიანი მონტაჟის თავზე, კუბრიკი დაიღუპა. ამ ფილმზე დადიოდა ყველაზე მეტი ჭორი და კრიტიკა, ჯერ კიდევ 1996 წლიდან, როცა გადაღების პროცესი ჯერ მხოლოდ იწყებოდა. რამოდენიმე წელი კუბრიკი იყო კარგი სცენარისტის ძიებაში, მან შეიძინა არაერთი სცენარი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს თავს ანებებდა, რადგან ამბობდა რომ სცენარისტები ჯერ ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულნი. ასევე მასთან მუშაობაზეც ბევრი ამბობდა უარს, რადგან ყველა აცხადებდა რომ კუბრიკთან მუშაობა ბევრ მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. ასევე მას აკრიტიკებდნენ იმაში რომ გადაღების პროცესში ის ისეთ იმპროვიზაციას უკეთებს სცენარს რომ საბოლოოდ სხვა ფილმი გამოდის და ყველა სცენარისტი უკმაყოფილი იყო იმით რომ მათი მასალა უხეშად გამოყენებული გამოდიოდა.
2001 წელს სტივენ სპილბერგი იღებს ფილმს “Artificial Intelligence“ , რომელიც ასევე კუბრიკის ოცნება იყო. სპილბერგმა ნახა ასობით ჩანაწერი და იდეა ამ ფილმთან დაკავშირებით, თვით კუბრიკის ხელნაწერები და ფილმის პირველი კადრებიც კუბრიკის გადაღებულია. მაგრამ საბოლოოდ ფილმი მაინც სპილბერგის გახდა, რადგან კუბრიკმა ვერ მოასწრო თავის საქმის ბოლომდე მიყვანა.
კუბრიკი ამბობდა: "თქვენ იქნებით ისეთივე დიდებული კინორეჟისორები როგორც მე, თუ ყველას აუკრძალავთ თქვენს საქმეში ჩარევას და დარჩებით ისეთები როგორებიც ხართ“. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად თითქმის შეუძლებელი, თუმცა მან ეს შეძლო.
გააგრძელე კითხვა...
0 comments:
Post a Comment