Oct 9, 2010
კინო-ჟანრები და მათი წარმომადგენლები
კომედია – ჟანრი, სადაც მთავარი იუმორია და რომლის მიზანი, მაყურებელში სიცილის გამოწვევაა.

ნიღაბი – კომედიანტი ჯიმ ქერის მონწილეობით, ეს ფილმი ჩაკ რასელმა გადაიღო 1994 წელს, სადაც ჯიმს პარტნიორობას კამერონ დიასი უწევს. ფილმმა მალე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება და 351 მილიონი მოიტანა, როდესაც ბიუჯეტი მხოლოდ 35 მილიონს შეადგენდა.
დრამა – ჟანრი, სადაც იღუპება მთავარი როლის შემსრულებელი, ან შემსრულებლები.

ტიტანიკი – ახალგაზრდა მსახიობების : ლეონარდო დიკაპრიოს და ქეით უინსლეტის მონაწილეობით ეს ფილმი ჯეიმს ქემერონმა გადაიღო 1997 წელს. იგი ‘ყველაზე შემოსავლიან ფილმების’ სიაში მეორე ადგილზეა, რადგან მისი შემოსავალი 2 მილიარდს აჭარბებს.
საშინელება – ჟანრი, სადაც მთავარი მაყურებელში შიშის გამოწვევაა.

ჯენიფერის სხეული – ეს ფილმი 2009 წელს გამოვიდა, რომელიც კარინ კუსამას რეჟისორობით იყო გადაღბული. მართალია მისი ბიუჯეტი შემოსავალს აჭარბებდა, რადგან იგი ფართო საზოგადოებას არ მიეწოდა, მაგრამ მისი მსახიობები (მეგან ფოქსი, ამანდა სეიფრიდი და ადამ ბროდი) ყველამ შეიყვარა.
ფანტასტიკა – ჟანრი, სადაც აღწერილია ან მომავალი ან ჩვენთვის უცნობი სამყარო.

კინგ–კონგი – პიტერ ჯექსონის ეს შედევრი 2005 წელს გამოვიდა, ნაომი უითსის და ადამ ბროდის მონაწილეობით. მისი შემოსავალი 560 მილიონს შეადგენდა, ხოლო ბიუჯეტი კი 206 მილიონამდე აღწევდა.
ისტორიული – ჟანრი, სადაც აღწერილია ისტორიული ფაქტები და მოვლენები.

აგორა – ალეხანდრო ამენაბარის ეს ფილმი 2009 წელს გამოვიდა, რეიჩელ უაისის მონაწილეობით და მოგვითხრობს ალექსანდრა ეგვიპტელის მოღვაწეობის, ვნებისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავს. მისი ბიუჯეტი 73 მილიონია, ხოლო შემოსავალი თითქმის ორმაგი.
მელოდრამა – ჟანრი, სადაც ყველაფერი ‘happy end’ – ით მთავრდება.

მელოტი ძიძა – ცნობილი რეჟისორის – ადამ შეკმანის ეს ფილმი 2005 წელს გამოვიდა, სადაც მთავარ როლს ვინ დიზელი ასრულებს, რომელსაც სპეცდავალება – ძიძობა აქვს დავალებული. კომედიისა და მელოდრამის მოყვარულები ამ ფილმმა ძალინა მიიზადა და სწორედ ამიტომაა, რომ მისი შემოსავალი 200 მილიონია.
მიუზიკლი – ჟანრი, სადაც მთავარი საესტრადო სიმღერები და ცეკვაა.

მუსიკის ჰანგები – ეს ფილმი 1965 წელს გამოვიდა და ერთ–ერთი პირველი მიუზიკლი იყო. ეს ოსკაროსანი კინო–შედევრი რობერტ უაისიმ გადაიღო და მთავარი როლები კრისტოფერ პლამერმა და ჯული ენდრიუსმა შეასრულეს.
ამ თემაზე მე ერთ-ერთ ჩავატარე გამოკითხვა და გამოვკითხე 200 ბავშვი.
აქედან უმრავლესობას მოსწონს - საშინელება
მეორე ადგილზე გავიდა - კომედია
ხოლო მესამე ადგილი დაიკავა - ფანტასტიკამ
მე კი ყველაზე ძალიან ფანტასტიკა მომწონს.
1 comments:
chemi pirveli postia :)))
October 10, 2010 at 12:57 PMPost a Comment