Mar 23, 2011
Interstate 60
ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია... ვისთვის ის კომედიაა, ვისთვის მხოლოდ გასართობი და დროის მოსაკლავი ფილმი, ჩემთვის კი ის ფილმზე მეტია!!!
ამ ფილმში თითქმის ყველაფერია, რაზეც კი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მიფიქრია... პირველად ნახვისას, აშკარად მქონდა იმის შეგრძნება, რომ ამ ყველაფერზე მიფიქრია ზედაპირულად, ხოლო ბობ გეილმა კი თვითონვე დაწერა ამ ფილმის სცენარი და გენიალურადაც გადაიღო...
ეს პოსტი შეიძლება შეიცავდეს "სპოილერებს"... ვისაც ნანახი არ აქვს ზემოთხსენებული ფილმი, მათთვის კითხვის გაგრძელება არ არის რეკომენდებული...
ფილმი იწყება შემდეგი სიტყვებით:
"არსებობს თეორია: რომ წარმოვიდგინოთ უსასრულო სამყარო და დრო, მაშინ ყველაფერი მოხდება... ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გარდაუვალია... მათ შორის ისეთი რამაც კი, რაც შეუძლებელია... ეს კი, საუკეთესო ახსნაა ყველაფრისათვის..."
"როგორც ყველა საინტერესო ისტორია,ფილმი იწყება ერთ-ერთ "პაბში"(ლუდის ბარში), სადაც ორი ახალგაზრდა, ლუდის სმის ფონზე ბჭობს ამა თუ იმ ზოგადსაკაცობრიო საკითხზე...
ერთ-ერთი მათგანი წამოჭრის თემას, რომ თითქმის ყველა ერს ჰყავს ისეთი არსება, რომელიც სურვილებს ასრულებს... გარდა ამერიკელებისა!!!
არაბებს ჰყავთ ჯინები...
ირლანდიელებს ლეპრეკონები...
ჩინელებს დრაკონები და მაიმუნები...
ხოლო ევროპელებს კი ფერიები და ტყის სულები...
-და ვინ გვყავს ჩვენ?!
-სანტა კლაუსი...
-სანტა კლაუსი არ ასრულებს სურვილებს, მას მხოლოდ მოაქვს საჩუქრები... მაშ ვინ?!
-არავინ...
-სწორედაც!!! ჩვენ არ გვყავს ასეთი მითიური პერსონაჟი...
-ცდებით მეგობრებო!!! ჩვენ გვყავს ერთი ასეთი პერსონაჟი, რომელიც თითო ადამიანზე თითო სურვილს ასრულებს... მისი სახელია ე.ს. გრანტი... (O.W.Grant=one wish granted) ანუ ერთი სურვილი გარანტირებულია, თუმცა მას ძალიან ბევრი სახელი აქვს და ის ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი ნაბიჭვარია...
ფილმი დახუნძლულია იუმორით, ირონიით და არის ძალიან სახალისო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა იუმორიც კი დამაფიქრებელია...
ეს კინო რეკომენდებულია, როგორც სათავგადასავლო ფილმების,ასევე კომედიური ჟანრის და სააზროვნო ფილმთა მოყვარულთათვის....
გარი ოლდმენის პერსონაჟი, ძალიან ჰგავს სატანას, რომელიც ადამიანების მანკიერებებზე მაგრად ხალისობს... ის ასრულებს, ნებისმიერი ადამიანის სურვილს, რომელიც მას გზაზე გადაეყრება. თუმცა მხოლოდ ერთ ცალს... : ))
ხალისის საშუალებას მას ის აძლევს, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან თუ რა ისურვონ და მეტწილად მათი სურვილები ხდება მათივე დამღუპველი... სწორედაც, რომ ამას აღნიშნავს ოლდმენის პერსონაჟი დასაწყისშივე: "ზოგმა ისიც კი არ იცის, რა ინატროს!!!"
მაგალითად: ფილმში არის ერთი პერსონაჟი, რომელსაც ჰქონდა ე.ს. გრანტთან შეხვედრის "ბედნიერება". ეს ადამიანი ყოველთვის განიცდიდა იმას, რომ შიმშილის დროს ეჩვენებოდა რომ მთელს რესტორანს შთანთქამდა, რეალურად კი არცთუ ბევრი იყო საჭირო მის გასაძღომად. მან ოლდმენის პერსონაჟს შესთხოვა ამ პრობლემის მოგვარება, რის შემდეგაც, ის ძალიან ბევრს მოგზაურობს, რადგან ცდილობს ნიძლავებით მოგებული ფულით დაიკმაყოფილოს არანორმალური შიმშილის გრძნობა... როცა მერსდენის პერსონაჟი ეკითხება მას თუ რამდენად მოსწონს დღეს თავისი ახდენილი სურვილი, ის პასუხობს რომ ეს წყევლად ექცა, თუმცა ამ მომენტში ოლდმენი მხრებს იჩეჩავს, რითიც ხაზს უსვამს იმას, რომ მან მხოლოდ ის სურვილი აასრულა რაც სთხოვეს და რომ შედეგები მას უკვე აღარ ეხება... : ))
ერთ-ერთ ეპიზოდში ოლდმენი მერსდენს ეუბნება, რომ მას ერთმა მამაკაცმა ასეთი რამე სთხოვა: "მას უნდოდა სექსი ნებისმიერ ქალთან, პრეზერვატივის გარეშე, თუმცა არ უნდოდა, რომ აქტის შემდეგ, ეს ქალები დაორსულებულიყვნენ... ამ სურვილზე ბევრი ვიფიქრე, ბოლოს კი პლეიბოის ჟურნალი და ბევრი ხელსახოცი გავუგზავნე..." :D :D :D
ფილმში ძალიან ბევრი საინტერესო მომენტია, რომლის აღწერასაც ერთი პოსტი ნამდვილად არ ეყოფა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტი მაინც Museum of Art Fraud-ია ანუ ყალბი ნამუშევრების გამოფენა.
ამ ფოტოში კარგად ჩანს წარწერა ავტობუსზე: "WESTERN ART CRITICS" (რომელშიც სხედან დასავლეთის ხელოვნებათმცოდნეები-კრიტიკოსები)
ორი სიტყვით, ეს არის ე.ს. გრანტის მუზეუმი, სადაც მან მოახერხა, მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მხატვრების ორიგინალების შეგროვება, თუმცა ამ მუზეუმს არც დაცვა ჰყავს და ძალიან იაფადაც შეიძლება ამ ორიგინალების შეძენა, რადგან მათ ყველას ისე აცნობენ, როგორც ცნობილი ნახატების "პადძელკებს". როგორც ოლდმენის პერსონაჟის ანუ ე.ს. გრანტის ცოლი უხსნის მერსდენს, მისმა ქმარმა ეს მუზეუმი იმიტომ გააკეთა, რომ ნახატები მართლაც იმ ადამიანებმა შეიძინონ, ვისაც ესმით და ვისთვისაც რეალურად ძვირფასია ისინი და არა სნობმა კრიტიკოსებმა, რომლებიც ფილმში მიწასთან ასწორებენ ამ ნახატებს, რადგან ე.ს. გრანტის ცოლი ეტყვით მას, რომ ეს მისი ძმისწულის (მერსდენის) ნამუშევრებია...
უწიპუწი ხალხის და ძნ ხელოვნებათმცოდნეების დაცინვის ზეიმი ფილმში Interstate 60:
ძალიანაც, რომ არ გამიგრძელდეს და თქვენც არ გადაგღალოთ, ამით დავასრულებ... ფილმში არის უამრავი მიგნება, რომლებმაც მე თავის დროზე აღტაცებაში მომიყვანა... სულ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, ამ კინოში ჩემი ორი უსაყვარლესი მსახიობი თამაშობს: გარი ოლდმენი და კრისტოფერ ლოიდი!!!
პ.ს. მეტწილად კი ფილმი მერსდენის და ემი სმარტის გამო უფრო უყვართ, მარა იავიცი... : ))
წყარო: www.sjobs.ge გააგრძელე კითხვა...
2 comments:
მაგარი კინოა.
March 29, 2011 at 6:04 PMძაან მაგარი.
იმაზე ვკაიფობ. თავიდან ფსიქოლოგიურ ტესტს რომ უტარებს ბანქოს ქაღალდით :)
შავი გულები და წითელი ყვავები... :D :D :D
April 11, 2011 at 9:34 PMPost a Comment