Oct 11, 2010
მაღალ ბიუჯეტიანი ფილმები
როგორც მოგეხსენებათ ყველა ფილმს გარკვეული ბიუჯეტი აქვს, რომელიც მის ‘დანახარჯებს’ ჰყოფნის. ეს ‘დანახარჯი’ შეიძლება იყო მსახიობთა ჰონორარი, გადაღება, მონტაჟი, საუნდტრეკების შესყიდვა და სხვა .. რაც უფრო დაბალბიუჯეტიანია ფილმი, მით უფრო არასასიამოვნო საყურებელი მისი განსაცვიფრებელი შინაარსის მიუხედავად. არსებობს ისეთი ფილმები, რომელთა ბიუჯეტი რეკორდებსაც კი ხსნის და ამ პოსტში მინდა სამ რეკორდსმენ ფილმზე გესაუბროთ .
სიის სათავეში მოექცა - კარიბის ზღვის მეკობრეები 3 (Pirates of the Caribbean- At World's End), რომელიც გორ ვერბინსკმა გადაიღო 2007 წელს. მისი ბიუჯეტი შეადგენს 300 მილიონს და აქედან ყველაზე მეტი მონტაჟსა და გადაღებებში დაიხარჯა. ამ ფილმიდან მთავარი როლის შემსრულებელმა ჯონი დეპმა 23 მილიონი აიღი, რაც მსახიობის ანაზღაურების ყველაზე მაღალი შემთხვევაა.
ფილმი მოგვითხრობს ბნელ დროზე. მეკობრეთა საუკუნე უახლოვდება დასასრულს. ლორდ კატლერ ბეკეტმა ოსტ–ინდის კომპანიიდან დაეუფლა კონტროლს ყველასათვის შიშისმომგვრელ ხომალდ-მოჩვენებაზე და მის ბოროტ, შურის მაძიებელს კაპიტან დეივი ჯოუნსზე. ახლა მფრინავი ჰოლანდიელი დაუღალავად დადის შვიდი ზღვის წყალში და ადმირალი ნორინგტონის ხელმძღვანელობით მეკობრეთა ხომალდებს ანადგურებენ. უილ ტორნერი, ელიზაბეტ სუონი და კაპიტანი ბარბოსა მიემგზავრებიან სახიფათო მოგზაურობაში მეკობრეთა საძმოს ცხრა ბარონის მოსაძებნა: სწორედ ამ საძმოსთანაა დაკავშირებული ბეკეტზე გამარჯვების უკანასკნელი იმედი. მაგრამ ერთ–ერთი ბარონი - კაპიტანი ჯეკი დაიკარგა. ურჩხულთან წარუმატებელ შეხვედრის შემდეგ ის დევი ჯოუნსის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენი გმირების შორის არსებული კავშირი ტია დალმას და რაჯეტის ჩათვლით არ არის ძლიერი. ისინი ჯერ უნდა გაემგზავრონ სახიფათო, ეკზოტიკურ სინგაპურში და შეებრძოლონ მეკობრეთა კაპიტანს სიაო ფენს საზღვაო რუქების და გემის გულისთვის, რომელიც ჯეკის გადასარჩენად მათ ქვეყნის ნებისმიერ ადგილას მიიყვანს.
მეორე ადგილი დაიკავა - ადამიანმა ობობამ (3). მისი ბიუჯეტი შეადგენს 258 მილიონს. ფილმი სემ რეიმმა გადაიღო 2007 წელს და მთავარი როლები როგორც მის წინამორბედებში შეასრულეს ტობი მაგუაერმა და ქრისტენ დანტსმა.
ფილმი მოგვითხრობს პიტერ პარკერზე. იგი 10 წელია რაც ადამიანი-ობობა გახდა და 3 წელი გავიდა რაც მან დაიფიცა, რომ ადამიანი-ობობას კოსტუმს აღარასოდეს მოირგებდა. მაგრამ იგი ამ პირობის შესრულებას ვერ შეძლებს, რადგან მასში ბნელი ვირუსი შეიჭრება და პიტერი სასოწარკვეთილი ცდილობს განდევნოს თავისი თავიდან ბოროტება, რომელიც ამ ვირუსმა მოიტანა, ბოლოს ამას მოახერხებს კიდევაც და თავის შეყვარებულს - მერი ჯეინსაც გადაარჩენს, მაგრამ იღუპება მისი საუკეთესო მეგობარი, რაც უდიდესი დრამატული ფაქტია ფილმში. ყველაფერი კი ოპტიმისტურად მთავრდება და ყველაფერი ცუდი ძველ დროში რჩება.
მესამე ადგილს დასჯერდა- ჯეიმს ბონდი და მოწყალების კვანტუმი. ფილმი გადაიღო მარკ ფოსტერმა 2008 წელს და მისი ბიუჯეტი შეადგენს - 230 მილიონს. მასში მთავარ როლს ასრულებს დენიელ ქრეიგი. იგი ერთ-ერთი ორგანიზაციის სპეც-აგენტია, რომელიც აგენტი 007-ის სახელით არიც ცნობილი.
ვესპერის ღალატის შემდეგ, აგენტი 007 ებრძვის სურვილს ბოლო დავალება პირად ვენდეტად არ გადადააქციოს. სიმართლის ძიებაში, ბონდი და მ მისტერ უაიტს დაკითხავენ, რომლისგანაც გაიგებენ, რომ ორგანიზავია, რომელიც ვესპერს აშანტაჟებდა ბევრად უფრო რთული და სახიფათოა, ვიდრე წარმოედგინათ. Mi6 სასამართლოს სამედიცინო ექსპერტებმა შემთხვევით გაიცნო მებრძოლი სულის მქონე გოგონა კამილა, რომელსაც მისნაირად სწყურია შურისძიება. კაკამილას მეშვეობით ბონდი დომინიკ გრინზე გამოვა, სასტიკ ბიზნესმენზე და ორგანიზაციაში უკანასკნელ ადამიანზე... ავსტრიაში, იტალიაში და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ ბონდი გაიგებს გრინის და გენერალ მედრანოს შეთქმულების შესახებ მსოფლიოს ნავთობზე კონტროლის ხელში ჩაგდების მიზნით. სმართლის აღსადგენად ბონდი ძველი მეგობრებს მიმართავს დახმრებისთვის...ისინი ბონდს დაეხამრებიან და ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ბონდი დომინიკ გრინს უდაბნოში მიატოვებს თან ბოტლს უტოვებს ნავთობით სავსეს .. ისიც სვამს ამას და კვდება ..
3 comments:
გიო, დავიწყოთ იქიდან, რომ ქარწაღებულნი თუ დოლარის ღიეებულებას და ინფლაციას გავითვალისწინებთ, ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფილმია ეს ერთი და მეორეც, "რაც უფრო დაბალბიუჯეტიანია ფილმი, მით უფრო არასასიამოვნო საყურებელი მისი განსაცვიფრებელი შინაარსის მიუხედავად" - ამაში საშინლად არ გეთანხმები!!! თუნდაც ნოლანის პირველი ფილმი ავიღოთ, რომელიც სულ 6000 დოლარი დაუჯდა, არადა კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი... : P : P : P
October 11, 2010 at 9:26 PM"რაც უფრო დაბალბიუჯეტიანია ფილმი, მით უფრო არასასიამოვნო საყურებელი მისი განსაცვიფრებელი შინაარსის მიუხედავად"
October 12, 2010 at 9:53 PMვერც მე დაგეთანხმები ზემოთხსენებულ ფრაზაში...
აი მაგალითად კარიბის ზღვის მეკობრეებზე ეგ ამართლებს იმიტო სპეცეფეკტებზეა გათვლილი მარა ფილმ არ ვიცი დავუშვათ "FIght Club"–ს არანაირად არ სჭირდება 300 მილიონი ბიუჯეტი... თავისი 60ის კარგად ყოფნის!
თუნდაც ნოლანის პირველი ფილმი ავიღოთ, რომელიც სულ 6000 დოლარი დაუჯდა, არადა კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი... : P : P : P .. eg filmi pirvelad gavige.,. da aseti dabali biujeti da kanis fstivali .. ? wow ! aseti ra ari.. gadmovwer da vnaxav :))
October 12, 2010 at 10:11 PMთავისი 60ის კარგად ყოფნის! - da shen fiqrob rom 60 milioni dabali biujetia.. ? ara mgonia:))
madlobt komentis datovebistvis :))
Post a Comment