twitter facebook გამოიწერე

Jul 31, 2010

Memoirs of a Geisha



ჟანრი: დრამა, მელოდრამა

გამოშვება: 2005 წლის 28 ნოემბერი

რეჟისორი: რობ მარშალი

როლებში: კოი იაკუშო, იოკი კუდო, ზი ჟანგი, მიშელ იეო და ა.შ.


მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული გეიშის, ნიტა საიურის ისტორია .
პატარა გოგონა ნიტას და მის უფროს დას, რომლებიც იზრდებიან ჩვეულებრივ, მაგრამ ღარიბ ოჯახში, გაყიდიან მშობლები. ყველა ღარიბულ ოჯახს, რომელთაც არ აქვთ შვილის შენახვის და გაზრდის საშუალება ყიდიან, რათა გადაარჩინონ და დააყენონ უკეთეს გზაზე. მაგრამ არავინ იცის გაყიდვის შემდეგ ვის რა ბედი ელის...

ნიტა და თავის და მოხვდებიან სხვა და სხვა ოჯახში, შეხვედრის და გაქცევის ბევრი მცდელობის შემდეგ მათი გზები მაინც გაიყრება...

ნიტა ხვდება ოჯახში, სადაც უფროსმა დიასახლისმა უნდა მისცეს მას განათლება, ჩამოაყალიბოს მისგან ნამდვილი გეიშა და შემდეგ მიიღოს მისგან ის თანხა, რაც დაახარჯა მას, ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ არც აქ ხდება ყველაფერი ისე, როგორც იგეგმებოდა. პატარა ასაკიდანვე ნიტას გზაზე უამრავი მტერი გადაეყრება, მის ცხოვრებას ბევრი ჩავარდნა და წარმატება მოელის. მაგრამ ერთი ნათელი წერტილი რაც გააჩნია მას, ეს არის მისი სიყვარული, ერთი ადამიანის მიმართ, ვის გულისთვისაც ყველაფერზე წამსვლელია და ამ ამბის წვრილმანებს, ის მხოლოდ თავის დღიურს უყვება.

ეს ფილმი გადაღებულია არტურ გოლდენის რომანის მიხედვით - "გეიშას დღიურები".
ამ ფილმში თქვენ ნახავთ არა მარტო სასიყვარულო ისტორიას, არამედ პატარა გოგონას ბედს, მის მიღწევებს და რაც ყველაზე მნიშვენელოვანია, გაიგებთ ვინ არის ნამდვილი გეიშა. გეიშები თავს ხელოვნების ნიმუშად სთვლიდნენ, რადგან მათში უამრავი იდუმალებაა. ეს ფილმი კი მათ ნამდვილ სახეს გვაჩვენებს და გვიყვება უამრავ რამეს მათ შესახებ. როგორ უფრთხილდებოდნენ ისინი თავის რწმენას. როგორ იზრდებოდნენ გეიშებათ და ჰქმნიდნენ იაპონიის კულტურას.


ფრაზები ფილმიდან:

ჩვენ ვხდებით გეიშები არა იმიტომ რომ ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ ვხდებით გეიშები იმიტომ, რომ არჩევანი არ გვაქვს...

გეიშა არ არის ცოლი, ის ყიდის თავის ხელოვნებას და არა სხეულს. ისინი ჰქმნიან სამყაროს, სადაც ყველაფერი ლამაზია. იყო გეიშა ნიშნავს, იყო ცოცხალი ხელოვნების ნიმუში...

გული ნელა კვდება, მას სცვივა იმედები, როგორც ხეს ფოთლები,
სანამ არ დარჩება არც ერთი იმედი,
სანამ არაფერი დარჩება...


გააგრძელე კითხვა...

Jul 30, 2010

1408


საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველი წლებიდანვე იღებს სათავეს. ამ კინემატოგრაფიული ჟანრის მიზანი მაყურებლის შეშინებაა. დიდხანს ვიფიქრე რაზე დამეწერა ჩემი პირველი პოსტი და ბოლოს არჩევანი "1408"-ზე შევაჩრე.

"სასტუმრო "დელფინი" გეპატიჟებათ თავის ნებისმიერ ნომერში... ერთის გარდა"

გამოშვების თარიღი: 2007 წლის 12 ივლისი

რეჟისორი: მაიკლ ჰაფსტრემი
მთავარ როლში:
ჯონ კიუსაკი


და სამუელ ელ ჯექსონი.
სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით.

ცნობილ მწერალს მაიკლ ესლინს, რომელიც წერს საშინელებათა ჟანრის რომანებს არ ჯერა იმქვეყნიური ცხოვრების. ერთ-ერთი მორიგი რომანის წერის დროს ის მოგზაურობს და ეძებს ადგილს რომელიც დაარწმუნებს ზებუნებრივი ძალების არსებობაში. კიდევ ერთი უიმედო მცდელობის შემდეგ ის ფოსტით სასტუმრო "დელფინის" ბროშურას მიიღებს, რომელშიც წერია: "არ შეხვიდე 1408-ში". საქმე იმაშია რომ ერთ-ერთი ნომერი წლების მანძილზე დაკეტილია და შიგ მომსახურე პერსონალიც კი ვერ ბედავს შესვლას. ამბობენ რომ ნომერში მოჩვენებები ცხოვრობენ და ვინც იქ ღამე გაატარა ყველა დაიღუპა. მაიკლი ცდილობს ნომერში შეღწევას, ის დაელაპარაკება სასტუმროს უფროს მენეჯერს, რომელიც აძლევს დოკუმენტებს სადაც წერია თითოეულ ადამიანზე, რომლებმაც ნომრიდან ვერ გამოაღწიეს, მიუხედავად ფაქტებისა მაიკლი ნაცნობი პოლიციელის დახმარებით მოიპოვებს ნომერ 1408 ში ერთი ღამის გატარების უფლებას.
აქ იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან და შიშთან. სასტუმროს ოთახმა 80-იანი წლების საუკეთესო საშინელებათა ფილმი, კუბრიკის "the shining" გამახსენა, რომელიც აგრეთვე კინგის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. თავიდან როცა ფილმში თითქოს და არაფერი ხდება ოთახი იმდენად გძაბავს ამისათვის ზედმეტი სპეცეფექტები არც არის საჭირო. ეს არის პირადი ჯოჯოხეთი : ) ჩაკეტვა საკუთარ თავში საკუთარ სირცხვილთან, შიშთან, ცოდვებთან, შეცდომებთან...

მისგან გამოღწევა შუძლებელია... "Номер, в котором останавливался Дьявол"

იცოდით რომ:

გადაღებები დაიწყო 2006 წლის 13 ივლისს.

სტივენ კინგის შთაგონების წყარო იყო პარაფსიქოლოგი კრისტოფერ ჩეიკონი რომელმაც თავის გამოკვლევებშო აღწერა კოლორადოში, კალიფორნიის შტატში, სასტუმრო "დღე კოლორადოში"-ს ერთ-ერთ ნომერში მომხდარი ზებუნებრივი მოვლენები, რომ თითქოს ნომერში მოჩვენებებს დაედოთ ბინა.

მაიკლის ცოლი უნდა ეთამაშა მსახიობ კეიტ უოშს, მაგრამ "გრეის ანატომიასთან" კონტრაქტის გამო მან უარი თქვა ფილმზე და ის მერი მაკორმაკმა შცვალა.

ფილმში ერთ-ერთ მსხვერპლს ქვია გრეიდი რომელიც "the shining"-ის ერთ-ერთი პერსონაჟის სეხნიაა.

ფილმში არაერთი მინიშნებაა, მაგალითად: თუ შევკრებთ ციფრებს 1408 მივიღებთ 13. სასტუმრო "დელფინს" არ აქვს 13 სართული, 12 სართულს 14 სართული მოსდევს აქედან გამოდის, რომ ნომერი 1408 ფაქტიურად 13 სართულზეა.

1408 გასაღებზე ამოტვიფრულია 6214. პირველი სიკვდილი მოხდა 1912 წელს. სასტუმრო მდებარეობს 2245 ნომერზე ლენსინგტონში. ამ ციფრების შეკრება ერთი და იგივე ჯამს იძლევა.

სასტუმროს მენეჯერი ეუბნება მაიკლს , რომ ამ ნომერში 56 ადამიანი მოკვდა და შემდეგ აძლევს კონიაკს «Les Cinquante Sept Deces» რაც ნიშნავს "57 სიკვდილი".

სასტუმრო "დელფინის" "როლს" ასრულებს სატუმრო "რუსზველტი" რომელიც მედისონ ავენიუზე მდებარეობს ნიუ-იორკში.

ზუსტად მსგავსი ნაჯახი რომლითაც მეხანძრე ამტვრევს კარებს, ჰქონდა ჯეკ ტორენს კუბრიკის "the shinig"-ში.

სასტუმროს სახელი აღბულია მურაკამის "ნადირობა ცხრებზე". წიგნში ნახსენებია სასტუმრო სადაც საშინელი ამბები ტრიალებდა.

ერთ ეპიზოდში როცა მაიკლი მეორედ მოდის გონს ზღვის ნაპირზე მას ზედაზე აწერია სიტყვა "Psycho", რაც ჰიჩკოკის ერთ-ერთი ფილმის სათაურია.

როდესაც მაიკლი ოთახში შდის იგი უჯრაში პოულობს ბიბლიას. გადაშლის და სადღაც შუაში, თუ დააკვირდებით გვერდზე ჩანს წარწერა SAMUEL რაც სემუელ ელ ჯექსონის სახელია.

ფილმის 3 ალტერნატიული დასასრული არსებობს.

ფილმის ტრეილერი:



ფილმის ლინკები:
პირველი დასასრული
მეორე დასასრული

ეს არის ფილმი რომელსაც ჩემის აზრით რამდენჯერმე უნდა უყუროთ.
ჩემი საბოლოო შეფასება
10/10

გააგრძელე კითხვა...

Jul 29, 2010

"This is it" - Michael Jackson

"This is it"

დამშვიდობება მაიკლ ჯექსონთან, პოპის მეფესთან, ადამიანთან რომელმაც უამრავი რამ გააკეთა თავის ცხოვრების განმავლობაში, უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი შეიძინა, ადამიანი რომელიც წავიდა ცხოვრებიდან, მაგრამ დატოვა კვალი, რომელიც მუდამ იარსებებს.
ეს ფილმი არის გადაღებული იმ ვიდეო მასალებით, რომელიც მაიკ ჯექსონის ბოლო პერიოდში ხდებოდა, მისი ბოლო რეპეტიციები, ბოლო მომზადება კონცერტისთვის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ლონდონში. ასევე ინტერვიუები მის ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან.

მსოფლიოს მაშტაბით ფილმი გამოდის 2010 წლის 28 ოქტომბერს, მაგრამ ბილეთები გაყიდვაში იქნება უკვე 27 სექტემბრიდან.

ამ ფილმს დიდი კომერციული დატვირთვა აქვს, რადგან გამოდის ასევე სიმღერა "This is it", მიეძღვნა მინიმუმ სამი ოფიციალური საიტი, ასევე გამოვა 2 დისკი ამ ფილმის საუნდტრეკებით.


რათქმაუნდა უმარავი ადამიანი იხილავს ამ ფილმს, ყველა დაემშვიდობება მაიკლ ჯექსონს. მისი თაყვანისმცემლების არმია კი ამის შემდეგ მხოლოდ ძველს, მაგრამ სამუდამოდ დამყარებულ სიმღერებს, კლიპებს და კონცერტის ჩანაწერებს გაიხსენებს.


გააგრძელე კითხვა...

Jul 24, 2010

რიმინელი გენიოსი


1920 წლის 20 იანვარს სამხრეთ იტალიის პროვინციულ ქალაქ - რიმინიში ერთი სრულიად ჩვეულებრივი ბიჭი დაიბადა. ბიჭის დედა საკმაოდ ეჭვიანი გახლდათ, რის გამოც, ოჯახში ხშირად ეწყობოდა კონფლიქტური სცენები. ამ კინკლაობებმა ბიჭზე თავისი კვალი დატოვა.

ბიჭი უცნაური იყო. სკოლაში არათუ ცუდად, საერთოდ არ სწავლობდა. მის თანაკლასელებს სიცოცხლის ბოლომდე უკვირდათ, თუ როგორ გადადიოდა ის კლასიდან კლასში. ამხანაგიც უცნაური იყოო, ამბობდნენ მისი თანაკლასელები: ”არც ცუდი, არც კარგი, რაც მთავარია, დამოუკიდებელი. არავის ემორჩილებოდა”.

ცხრა წლისა პირველად მოხვდა ცირკში, სადაც ჯამბაზებით მოიხიბლა. ამის შემდეგ თოჯინების კეთება დაიწყო, ხატავდა, კომიქსებით ერთობოდა. ერთი სიტყვით, საკუთარ ფანტაზიებში ცხოვრობდა.

18 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ ”სამი წამებულის” მოედანსა და კორსო დ’ავგუსტოზე ხეტიალი მობეზრდა. აღარც ადრიატიკის სანაპირო ხიბლავდა და არც ადგილობრივი ”გრანდ-ოტელი”. ამის გააზრებისთანავე დატოვა რიმინი და რომში გადაბარგდა. წასვლისას დედას აღუთქვა, რომ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებდა.

- ასეც მოხდა, - იხსენებს ის მოგვიანებით, - მაგრამ ლექციებზე არ მივლია. მე ხომ დედას ამას არ შევპირებივარ? თანაც გაზეტში ვმუშაობდი..

გაზეთის გარდა ბიჭი სადაზღვეო აგენტად და ვიტრინების გამფორმებლად მუშაობდა. რამდენიმე ხელობის გამოცვლის შემდეგ კი ჟურნალისტობა გადაწყვიტა.

”ჩემი წარმოდგენა ჟურნალისტებზე ამერიკული ფილმებიდან მოდიოდა. ვიცოდი, რომ მათ დიდებული ავტომობილები და ქალები ჰყავდათ და ამიტომ ვესწრაფვოდი ჟურნალისტიკას, რათა ერთიც მიმეღო და მეორეც. თუმცა, დიდი დრო გავიდა, ვიდრე ჰონორარით თუნდაც ერთ ლაბადას ვიყიდიდი”, - იხსენებს სინანულით.

ახალგაზრდობაში ფულთან ცუდად იყო საქმე, უფრო ცუდად კი, მუსოლინის არმიასთან, რადგან ჯარში წასვლის ასაკი უწევდა, წასვლა კი პრინციპულად არ სურდა. გამოსავალსაც მალე მიაგნო: ავადმყოფობა მოიგონა, ექიმი მოისყიდა და...

და მშვიდად განაგრძო ჟურნალისტური და სხვა საქმიანობა. ამ პერიოდში მუშაობდა როგორც რადიოში, ისე ოპოზიციურ სატირულ ჟურნალ ”მარკუს ავრელიუსში სადაც მისი, როგორც სცენარისტის ნიჭი, დღითიდღე იხვეწებოდა. ამის ნათელი მაგალითი რობერტო როსელინის შეთავაზება გახლდათ. 24 წლის ახალგაზრდა ”რომი - ღია ქალაქის” გადაღებაზე დაკავდა, რობერტო როსელინი კი, გარკვეულწილად, მისი პირველი მასწავლებელი გახდა.

მოგვიანებით, ბიჭი თავის ავტობიოგრაფიაში დაწერს: ”სექსთან, სპაგეტთან და ცირკთან ერთად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კინომ, ჩემი ცხოვრების პირველ ათწლეულში კინო ჯერ კიდევ მუნჯი იყო, მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა ხმოვანი სურათები. ჩარლი ჩაპლინი, ძმები მარქსები, ჰარი კუპერი, ფრედ ასტერი და ჯინჯერ როჯერსი ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცნენ.”

ჰო, მერე რა, რომ 18 წლის ასაკში დატოვა რიმინი, ადრიატიკის სანაპირო, პროვინციული ”გრანდ ოტელი”, სამი წამებულის მოედანი თუ კორსო დ’აუგუსტო. ფედერიკო ფელინიმ ხომ ეს ყველაფერი გენიალურ ”ამარკორდში” აღწერა.

გაგრძელება იქნება...

გააგრძელე კითხვა...

პირველი კინემატოგრაფიული ნაბიჯები

"ყველა ხელოვნებიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია კინო" (ლენინი)

კინო ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური ამოცანა. და ყურების დროს ჩვენ ვცდილობთ მის ამოცნობას, ყველანაირ კინოს ადამიანი ღებულობს თავისებურად, თავისებურად ესმის და გამოაქვს დასკვნები.

ალბათ სანამ გადავალთ ჩვენი ბლოგის დანიშნულებაზე და მოგითხრობთ უამრავ ინფორმაციას კინოებზე და ზოგადად კინემატოგრაფიაზე, უნდა იცოდეთ რა არის კინო, საიდან მოდის ეს ხელოვნება და ვინ იყო მისი დამფუძნებელი. რადგან კინოს ყურება და შემდეგ რჩევის მიცემა ნებისმიერს შეუძლია, ამიტომ ეს ბლოგი საფუძვლიანად მოგითხრობთ ამ ხელოვნების შესახებ და ეცდება გააღრმავოს თქვენი ცოდნა.

1895 წელი არის კინემატოგრაფიის დაბადების წელი, საფრანგეთი კი კინემატოგრაფიის დამფუძნებელი ქვეყანა და ზუსტად ამ ქვეყანაში იმართებოდა „კინემატოგრაფ ლიუმერის“ ჩვენები. ლიუმერი - ეს არის კინოს დამფუძნებლების გვარი, ძმებ ლუის და ოგუსტასი. Lumiere - ფრანგულად ნიშნავს სინათლეს, და როგორც წერენ ფრანგი მწერლები (წიგნში, რომლიდანაც მე ამ პოსტს ვწერ) ზუსტად ბედმა განსაჯა ეს ძმები ამ ხელოვნებისთვის და თავიდანვე ამ დანიშნულებით დაიბადნენ, რადგან სინათლე შემოეტანათ კინემატოგრაფიაში.

რასაც ხედავენ დღეს 21 საუკუნის ხალხი და უკვე უემოციოდ აღიქვავენ, არ უკვირთ, მე-19 საუკუნის ბოლოს იმ ხალხმა ნახა ეს ყველაფერი პირველად. ზუსტად ძმებ ლიუმერების ჩვენებაზე მისული ხალხი, რომლებსაც არ დაენანათ ერთი ფრანკის გადახდა, მოუთმენლად ელოდნენ სასწაულს. ჩვენება გაიმართა პარიზში „გრან კაფეში“, როდესაც ხალხი ჩავიდა, მათ დაინახეს ერთ მხარეს დიდი თეთრი „ნაჭერი“, მეორე მხარეს კი ყუთი, რომელიც ჰგავდა უზარმაზარ ფოტოაპარატს.

და დაიწყო ჩვენება, ოთახში ჩაქვრა შუკი და სინათლემ გაანათა თეთრი „ნაჭერი“. მათ დაინახეს თავიანთი ქალაქის სურათები და რამოდენიმემ შეიცხადა, რისთვის მოგვიყვანესო. მაგრამ ვერ მოასწრო მაყურებელმა შეცხადება, რომ გამოჩნდა სურათზე ცხენი, ერთი სურათი ცვლიდა მეორეს და მოძრაობის ეფექტს ჰქმნიდა. მერე უზარმაზარი მატარებელი, რომელიც სულ უფრო დიდებოდა და თითქოს უახლოვდებოდა მაყურებელს, ისე რეალურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, რომ რამოდენი ადამიანმა წამოიკივლა.

ჩვენების ბოლოს კი იყო კომედიური გადახვევა სადაც ხუმარა, პატარა ბიჭმა წყალი შეასხა მებაღეს, ეს სახეში წყლის შესხმის მომენტი კი იყო ნაჩვენები დეტალურად. ეს მოკლე გადახვევა კი შემდგომში იყო უამრავი კომედიური დადგმის საფუძველი.

ძმებ ლიუმერების აპარატი იყო მოსახერხებელი და მარტივად აწყობილი, დიდ ყუთში იყო განლაგებული ობიექტივი, გრეიფერი - მექანიზმი, რომლითაც მოძრაობს ფირი, ობურატორი - ობიექტივის დასახური საშუალება,ფირის შეცვლის დროს და ორი კასეტა. აპარატს მართავდნენ ხელით და ფირის მოძრაობის სიჩქარე იყო 16 კადრი წამში. ამიტომ პირველი კინოოპერატორები ითვლებოდნენ კინომექანიკებად.ლუი ლიუმერი აცხადებდა რომ შექმნა ეს აპარატი ერთ ღამეში, როდესაც ძალიან სტკიოდა თავი.

ამის მერე ძმებ ლიუმერებმა დაგეგმეს პირველი პრემიერები პარიზში და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

"The cinema is an invention without a future."
-- Louis Lumiere
გააგრძელე კითხვა...

Jul 23, 2010

2010 წლის საუკეთესო ფილმები


''Nightmare on Elm Street"

გამოშვება: 30 აპრილი

ჟანრი: საშინელება, ტრილერი

როლებში: ჯეკი ეირლ ჰეილი, რუნი მარა, ტომას დეკერო და ა.შ.







''Edge of Darkness''

გამოშვება: 29 იანვარი

ჟანრი: დრამა

როლებში: მელ გიბსონი, რეი უინსტონი, დანი ხიუსტონი







''The Chronicles of Narnia: Voyage of the Dawn Treader''

გამოშვება: 10 დეკემბერი

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო

როლებში: ჯორჯი ხენლი, სკანდარ კეინსი, ბენრ ბარნსი







''Rapunzel''

გამოშვება: 24 ნოემბერი
ჟანრი: კომედია, ანიმაციური





''Megamind''

გამოშვება: 5 ნოემბერი
ჟანრი: კომედია, ანიმაციური
როლებში: ტინა ფეი, ბენ სტილერი







''Guardians of Ga'Hoole''

გამოშვება: 24 სექტემბერი
ჟანრი: ფანტასტიკა, ანიმაციური, სათგადასავლო
როლებში: ემილი დე რეივინი, ხიუ ჯეკმანი, ხელენ მირენი...







''The Sorcerer's Apprentice''

გამოშვება: 16 ივლისი
ჟანრი: სათავგადასავლო, კომედია
როლებში: ნიკოლას კეიჯი, ჯეი ბარუჩელი, ტობი კაბელლი...







''Despicable Me''

გამოშვება: 9 ივლისი
ჟანრი: ანიმაციური








''The Karate Kid''

გამოშვება: 11 ივნისი
ჟანრი: ბოევიკი, დრამა
როლებში: ჯეკი ჩანი, ჯეიდენ სმიტ, ტარაჯი ხენსონ







''How to Train Your Dragon''

გამოშვება: 26 მარტი
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, ანიმაციური








''Percy Jackson & The Olympians''

გამოშვება: 12 თებერვალი
ჟანრი: ფანტასტიკა
როლებში: ლოგან ლერმანი, შონ ბინი, უმა ტურმანი...







''The Social Network''

გამოშვება: 25 ოქტომბერი
ჟანრი: დრამა, ისტორია
როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯესი აიზენრბერგი, ბრენდა სონგ...







''The American''

გამოშვება: 1 სექტემბერი
ჟანრი: ტრილერი, დრამა
როლებში: ჯორჯ კლუნი, ბრუს ოლტმენ, პაოლო ბონაჩელი







''Eat, Pray, Love''

გამოშვება: 13 აგვისტო
ჟანრი: დრამა
როლებში: ჯულია რობერტსი, ჯეიმ ფრანკო, ვიოლა დევის და ა.შ.







''Inception''

გამოშვება: 16 ივლისი
ჟანრი: ფანტასტიკა
როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, მაიკლ კეინი, ტომ ხარდი და ა.შ.







''Wall Street 2: Money Never Sleeps''

გამოშვება: 23 აპრილი
ჟანრი: დრამა
როლებში: მაიკალ დუგლასი, ჯოშ ბროლინი, ჩარლი შინი და ა.შ.







''Shutter Island''

გამოშვება: 19 თებერვალი
ჟანრი: დრამა, ტრილერი
როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, მარ რუფალო, ბენ კინგსლი...







''The Expendables''

გამოშვება: 13 აგვისტო
ჟანრი: ბოევიკი
როლებში: მიკი რურკი, სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცენეიგერი








''Salt''

გამოშვება: 23 ივლისი
ჟანრი: ბოევიკი, ტრილერი
როლებში: ანჯელინა ჯოლი, ლივ შრაიბერი, ჯონ მიტჩელი და ა.შ.






''Knight and Day''

გამოშვება: 2 ივლისი
ჟანრი: ბოევიკი, კომედია
როლებში: ტომ კრუზი, კემერონ დიაზი, კარლ ელეინე და ა.შ.








''The A-Team''

გამოშვება: 11 ივნისი
ჟანრი: ბოევიკი
როლებში: ჯესიკა ბილი, ლიამ ნისონი, საიმონ ჩინი და ა.შ.






''Prince of Persia: The Sand of Time''

გამოშვება: 28 მაისი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი
როლებში: ჯეიკ ჯილენხოლი, ჯემა არტერტონ, რიჩარდი კოილი და ა.შ.








''Robin Hood''

გამოშვება: 14 მაისი
ჟანრი: ბოევიკი, დრამა
როლებში: რასელ კროუ, ბრაინ გრეიზერი, რიდლი სკოტი



''Clash of the Titans''

გამოშვება: 26 მარტი
ჟანრი: ბოევიკი, დრამა, ფანტასტიკა
როლებში: სემ უორტინგტონი, ლიამ ნისონი, რეიგ ფაინსი და ა.შ.








"Green Zone''


გამოშვება: 12 მარტი
ჟანრი: ტრილერი
როლებში: მეტ დეიმონი, გრეგ კინერი, ემი რაიანი და ა.შ.





"Gulliver's Travels"

გამოშვება: 22 დეკემბერი
ჟანრი: კომედია
როლებში: ემილი ბლანტი, ჯეკ ბლეკი





"Due Date"

გამოშვება: 5 ნოემბერი
ჟანრი: კომედია
როლებში: რობერტ დაუნი, ჯეიმი ფოქსი...




''Your Highness''

გამოშვება: 1 ოქტომბერი
ჟანრი: კომედია
როლებში: ნატალი პორტმანი, ჯეიმს ფრანკი, ზოი დეშანელი და ა.შ.







"The Other Guys"

გამოშვება: 6 აგვისტო
ჟანრი: ბოევიკი, კომედია
როლებში: უილ ფერელი, მარკ უოლბერგი, ევა მენდესი და ა.შ.








"Little Fockers"

გამოშვება: 30 ივლისი
ჟანრი: კომედია
როლებში: ბენ სტილერი, რობერტ დე ნირო, ოუენ უილსონი და ა.შ.






"Grown Ups"

გამოშვება: 25 ივნისი
ჟანრი: კომედია
როლებში: ადამ სენდლერი, კევინ ჯეიმსი, კრის როკი და ა.შ.







"Get Him to the Greek"

გამოშვება: 11 ივნისი
ჟანრი: კომედია
როლებში: ტომ ფელტონი, ჯონა ხილი, რასელ ბრენდი და ა.შ.







"Date Night"

გამოშვება: 9 აპრილი
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, ბოევიკი
როლებში: სტივ კარელი, მარკ რუფალო, მილა კუნისი და ა.შ.

"Hot Tub Time Machine"

გამოშვება: 19 მარტი
ჟანრი: კომედია
როლებში: ჯონ კიუსაკი, რობ კორდრი, კრეიგ რობინსონი და ა.შ.







"Cop Out"


გამოშვება: 26 თებერვალი
ჟანრი: კომედია, დეტექტივი
როლებში: ბრუს ვილისი, ტრესი მორგანი






"Valentine's Day"

გამოშვება: 12 თებერვალი
ჟანრი: რომანტიკული, კომედია
როლებში: ჯულია რობერტსი, ჯესიკა ალბა, ჯენიფერ გარნერი და ა.შ.






"The Green Hornet"


გამოშვება: 22 დეკემბერი
ჟანრი: სათავგადასავლო
როლებში: კემერონ დიაზი, სეტ როგენი, ჯეი ჩიუ და ა.შ.






"Tron: Legacy"


გამოშვება: 17 დეკემბერი
ჟანრი: ფანტასტიკა ბოევიკი
როლებში: ოლივია უალდი, ჯონ ხერტი, ჯეფ ბრიჟესი და ა.შ.






"Johan Hex"

გამოშვება: 18 ივნისი
ჟანრი: საშინელება, ბოევიკი, ტრელერი
როლებში: მეგან ფოქსი, ჯოშ ბროლინი, ჯონ მალკოვიჩი







"Kick-Ass"

გამოშვება: 15 აპრილი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია
როლებში: ნიკოლას ქეიჯი, ჰლოე მორეცი, ქსანდერ ბერკლი






"The Losers"

გამოშვება: 9 აპრილი
ჟანრი: დრამა, დეტექტივი, მძაფრ-სიუჟეტიანი
როლებში: კალამბუს შორტი, ჰოლტ მაკკენელი, ზოი სალდანა





"Harry Potter and The Deathly Hallows"

გამოშვება: 17 ნოემბერი
ჟანრი: ფანტასტიკა, სათაგადასავლო
როლებში: ჯონ ჰორტი, ტომ ფელტნი, ჰელენა ბონემ ქარტერი







"The Twilight Saga: Eclipse"


გამოშვება: 30 ივნისი
ჟანრი:
ანიმაციური, სათავგადასავლო, კომედია
როლებში: ქრისტენ სტიუარტი, რობერტ პატისონი, ტეილორ ლოტნერი






"Toy Story 3"

გამოშვება: 18 ივნისი
ჟანრი:
ანიმაციური, სათავგადასავლო, კომედია
როლებში: ტომ ჰენქსი, ჯოან ქიუსაკი, ნედ ბითი, მაიქლ ქიტონი, ტიმ ალენი, დონ რიქლზი, უოლეს შოუნი, ჯონ რატცენბერგერი





"Sex And The City"


გამოშვება: 28 მაისი
ჟანრი:
დრამა, კომედია, მელოდრამა
როლებში: ქიმ ქეთროლი, სინტია ნიქსონი, სარა ჯესიკა პარკერ, კრისტინ დევისი, კრის ნოტი, დევიდ ეიდენბერგი, უილი გარსონი




"Shrek Forever After"

გამოშვება: 21 მაისი
ჟანრი: ანიმაციური, კომედია, სათავგადასავლო
როლებში: კამერონ დიასი, ანტონიო ბანდერასი, ედი მერფ, მაიკლ მაიერსი, ჯასტინ ტიმბერლეიქი, ჯონ ჰემი







"Iron Man 2"


გამოშვება: 7 მაისი
ჟანრი: ფანტასტიკა, ბოევიკი, სათავგადასავლო
როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, გვინეტ პელტროუ, დონ ჩიდლი, სკარლეტ იოჰანსონი, სემ როკუელი, მიკი რურკი





"Alice In Wonderland"

გამოშვება: 5 მარტი
ჟანრი: ფანტასტიკა
როლებში: ჯონი დეპი, მია ვასიკოვსკა, ჰელენა ბონჰამ კარტერი


გააგრძელე კითხვა...