twitter facebook გამოიწერე

Jul 24, 2010

პირველი კინემატოგრაფიული ნაბიჯები

"ყველა ხელოვნებიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია კინო" (ლენინი)

კინო ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური ამოცანა. და ყურების დროს ჩვენ ვცდილობთ მის ამოცნობას, ყველანაირ კინოს ადამიანი ღებულობს თავისებურად, თავისებურად ესმის და გამოაქვს დასკვნები.

ალბათ სანამ გადავალთ ჩვენი ბლოგის დანიშნულებაზე და მოგითხრობთ უამრავ ინფორმაციას კინოებზე და ზოგადად კინემატოგრაფიაზე, უნდა იცოდეთ რა არის კინო, საიდან მოდის ეს ხელოვნება და ვინ იყო მისი დამფუძნებელი. რადგან კინოს ყურება და შემდეგ რჩევის მიცემა ნებისმიერს შეუძლია, ამიტომ ეს ბლოგი საფუძვლიანად მოგითხრობთ ამ ხელოვნების შესახებ და ეცდება გააღრმავოს თქვენი ცოდნა.

1895 წელი არის კინემატოგრაფიის დაბადების წელი, საფრანგეთი კი კინემატოგრაფიის დამფუძნებელი ქვეყანა და ზუსტად ამ ქვეყანაში იმართებოდა „კინემატოგრაფ ლიუმერის“ ჩვენები. ლიუმერი - ეს არის კინოს დამფუძნებლების გვარი, ძმებ ლუის და ოგუსტასი. Lumiere - ფრანგულად ნიშნავს სინათლეს, და როგორც წერენ ფრანგი მწერლები (წიგნში, რომლიდანაც მე ამ პოსტს ვწერ) ზუსტად ბედმა განსაჯა ეს ძმები ამ ხელოვნებისთვის და თავიდანვე ამ დანიშნულებით დაიბადნენ, რადგან სინათლე შემოეტანათ კინემატოგრაფიაში.

რასაც ხედავენ დღეს 21 საუკუნის ხალხი და უკვე უემოციოდ აღიქვავენ, არ უკვირთ, მე-19 საუკუნის ბოლოს იმ ხალხმა ნახა ეს ყველაფერი პირველად. ზუსტად ძმებ ლიუმერების ჩვენებაზე მისული ხალხი, რომლებსაც არ დაენანათ ერთი ფრანკის გადახდა, მოუთმენლად ელოდნენ სასწაულს. ჩვენება გაიმართა პარიზში „გრან კაფეში“, როდესაც ხალხი ჩავიდა, მათ დაინახეს ერთ მხარეს დიდი თეთრი „ნაჭერი“, მეორე მხარეს კი ყუთი, რომელიც ჰგავდა უზარმაზარ ფოტოაპარატს.

და დაიწყო ჩვენება, ოთახში ჩაქვრა შუკი და სინათლემ გაანათა თეთრი „ნაჭერი“. მათ დაინახეს თავიანთი ქალაქის სურათები და რამოდენიმემ შეიცხადა, რისთვის მოგვიყვანესო. მაგრამ ვერ მოასწრო მაყურებელმა შეცხადება, რომ გამოჩნდა სურათზე ცხენი, ერთი სურათი ცვლიდა მეორეს და მოძრაობის ეფექტს ჰქმნიდა. მერე უზარმაზარი მატარებელი, რომელიც სულ უფრო დიდებოდა და თითქოს უახლოვდებოდა მაყურებელს, ისე რეალურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, რომ რამოდენი ადამიანმა წამოიკივლა.

ჩვენების ბოლოს კი იყო კომედიური გადახვევა სადაც ხუმარა, პატარა ბიჭმა წყალი შეასხა მებაღეს, ეს სახეში წყლის შესხმის მომენტი კი იყო ნაჩვენები დეტალურად. ეს მოკლე გადახვევა კი შემდგომში იყო უამრავი კომედიური დადგმის საფუძველი.

ძმებ ლიუმერების აპარატი იყო მოსახერხებელი და მარტივად აწყობილი, დიდ ყუთში იყო განლაგებული ობიექტივი, გრეიფერი - მექანიზმი, რომლითაც მოძრაობს ფირი, ობურატორი - ობიექტივის დასახური საშუალება,ფირის შეცვლის დროს და ორი კასეტა. აპარატს მართავდნენ ხელით და ფირის მოძრაობის სიჩქარე იყო 16 კადრი წამში. ამიტომ პირველი კინოოპერატორები ითვლებოდნენ კინომექანიკებად.ლუი ლიუმერი აცხადებდა რომ შექმნა ეს აპარატი ერთ ღამეში, როდესაც ძალიან სტკიოდა თავი.

ამის მერე ძმებ ლიუმერებმა დაგეგმეს პირველი პრემიერები პარიზში და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

"The cinema is an invention without a future."
-- Louis Lumiere
გააგრძელე კითხვა...

მსგავსი პოსტები

0 comments:

Post a Comment