Jul 29, 2010
"This is it" - Michael Jackson

"This is it"
დამშვიდობება მაიკლ ჯექსონთან, პოპის მეფესთან, ადამიანთან რომელმაც უამრავი რამ გააკეთა თავის ცხოვრების განმავლობაში, უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი შეიძინა, ადამიანი რომელიც წავიდა ცხოვრებიდან, მაგრამ დატოვა კვალი, რომელიც მუდამ იარსებებს.
ეს ფილმი არის გადაღებული იმ ვიდეო მასალებით, რომელიც მაიკ ჯექსონის ბოლო პერიოდში ხდებოდა, მისი ბოლო რეპეტიციები, ბოლო მომზადება კონცერტისთვის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ლონდონში. ასევე ინტერვიუები მის ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან.
მსოფლიოს მაშტაბით ფილმი გამოდის 2010 წლის 28 ოქტომბერს, მაგრამ ბილეთები გაყიდვაში იქნება უკვე 27 სექტემბრიდან.
ამ ფილმს დიდი კომერციული დატვირთვა აქვს, რადგან გამოდის ასევე სიმღერა "This is it", მიეძღვნა მინიმუმ სამი ოფიციალური საიტი, ასევე გამოვა 2 დისკი ამ ფილმის საუნდტრეკებით.
რათქმაუნდა უმარავი ადამიანი იხილავს ამ ფილმს, ყველა დაემშვიდობება მაიკლ ჯექსონს. მისი თაყვანისმცემლების არმია კი ამის შემდეგ მხოლოდ ძველს, მაგრამ სამუდამოდ დამყარებულ სიმღერებს, კლიპებს და კონცერტის ჩანაწერებს გაიხსენებს.
0 comments:
Post a Comment