Jul 31, 2010
Memoirs of a Geisha

ჟანრი: დრამა, მელოდრამა
გამოშვება: 2005 წლის 28 ნოემბერი
რეჟისორი: რობ მარშალი
როლებში: კოი იაკუშო, იოკი კუდო, ზი ჟანგი, მიშელ იეო და ა.შ.
მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული გეიშის, ნიტა საიურის ისტორია .
პატარა გოგონა ნიტას და მის უფროს დას, რომლებიც იზრდებიან ჩვეულებრივ, მაგრამ ღარიბ ოჯახში, გაყიდიან მშობლები. ყველა ღარიბულ ოჯახს, რომელთაც არ აქვთ შვილის შენახვის და გაზრდის საშუალება ყიდიან, რათა გადაარჩინონ და დააყენონ უკეთეს გზაზე. მაგრამ არავინ იცის გაყიდვის შემდეგ ვის რა ბედი ელის...
ნიტა და თავის და მოხვდებიან სხვა და სხვა ოჯახში, შეხვედრის და გაქცევის ბევრი მცდელობის შემდეგ მათი გზები მაინც გაიყრება...
ნიტა ხვდება ოჯახში, სადაც უფროსმა დიასახლისმა უნდა მისცეს მას განათლება, ჩამოაყალიბოს მისგან ნამდვილი გეიშა და შემდეგ მიიღოს მისგან ის თანხა, რაც დაახარჯა მას, ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ არც აქ ხდება ყველაფერი ისე, როგორც იგეგმებოდა. პატარა ასაკიდანვე ნიტას გზაზე უამრავი მტერი გადაეყრება, მის ცხოვრებას ბევრი ჩავარდნა და წარმატება მოელის. მაგრამ ერთი ნათელი წერტილი რაც გააჩნია მას, ეს არის მისი სიყვარული, ერთი ადამიანის მიმართ, ვის გულისთვისაც ყველაფერზე წამსვლელია და ამ ამბის წვრილმანებს, ის მხოლოდ თავის დღიურს უყვება.
ეს ფილმი გადაღებულია არტურ გოლდენის რომანის მიხედვით - "გეიშას დღიურები".
ამ ფილმში თქვენ ნახავთ არა მარტო სასიყვარულო ისტორიას, არამედ პატარა გოგონას ბედს, მის მიღწევებს და რაც ყველაზე მნიშვენელოვანია, გაიგებთ ვინ არის ნამდვილი გეიშა. გეიშები თავს ხელოვნების ნიმუშად სთვლიდნენ, რადგან მათში უამრავი იდუმალებაა. ეს ფილმი კი მათ ნამდვილ სახეს გვაჩვენებს და გვიყვება უამრავ რამეს მათ შესახებ. როგორ უფრთხილდებოდნენ ისინი თავის რწმენას. როგორ იზრდებოდნენ გეიშებათ და ჰქმნიდნენ იაპონიის კულტურას.

ფრაზები ფილმიდან:
ჩვენ ვხდებით გეიშები არა იმიტომ რომ ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ ვხდებით გეიშები იმიტომ, რომ არჩევანი არ გვაქვს...
გეიშა არ არის ცოლი, ის ყიდის თავის ხელოვნებას და არა სხეულს. ისინი ჰქმნიან სამყაროს, სადაც ყველაფერი ლამაზია. იყო გეიშა ნიშნავს, იყო ცოცხალი ხელოვნების ნიმუში...
გული ნელა კვდება, მას სცვივა იმედები, როგორც ხეს ფოთლები,
სანამ არ დარჩება არც ერთი იმედი,
სანამ არაფერი დარჩება...
0 comments:
Post a Comment