Aug 2, 2010
ALPHA DOG
.jpg)
რეჟისორი: ნიკ კასსავეტისი
როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბრუს უილისი, შერონ სტოუნი, ამილი ხირში და ა.შ.
გამოშვება: 2007 წელი
მიმოხილვა:
სასმელი, მარიხუანა, გართობა, სექსი. მაგრამ ყველაფერს მობეზრებული ახალგაზრდები საშიშ თამაში გაყოფენ თავს. როგორც ყველა დაჯგუფებას, მათაც მეთაური ყავთ ჯონი ტრულავი, რომელიც ნარკომევაჭრეა. მასთან ვალში აღმოჩნდება ერთ-ერთი "მეგობარი" და ჭკუის სასწავლებლად ჯონი გაიტაცებს მის 15 წლის ძმა ზაკს.

თუმცა ეს გატაცებას არ ჰგავს, მთელი ამ დროის განმავლობაში ზაკი ერთობა ჯონის მეგობრებთან ერთად და არც უნდა მათგან გაქცევა, პირიქით უხარია, რომ მოხვდა ისეთ წრეში, რომელზეც ოცნებობდა. 3 დღე და ეს წამოწყებული თამაში გადაიზრდება ნამდვილ ტრაგედიაში.
დასაწყისიდანვე ჩანს რითი დამთავრდება ფილმი, რადგან იწყება ჯონის მამის ( ბრუს უილისის) დაკითხვით, მაგრამ კინოს ბოლო მომენტამდე იმედი რჩება, რომ მოხდება სასწაული და ყველაფერი უკეთესობისკენ შემოტრიალდება...
მსახიობების აზრები ფილმის შესახებ:
ბრუს უილისი ( ჯონის მამა):
ჩემი პერსონაჟი სონი, დარწმუნებულია თავის სიმართლეში.
სინამდვილეში მისი აღზრდის ბრალია, რომ ჯონი თავის ცხოვრებაში ასეთ შეცდომებს უშვებს, ალფა შთამომავლობის ლიდერი ზრდის თავის შვილს, თავის კანონებით, რომ ის უნდა იყოს პირველი ყველგან და ყველაფერში და ზუსტად ეს ღუპავს მას ბოლოს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი (ფრენკი ბალენბახერი, ჯონის მეგობარი):
ეს ფილმი არ არის მხოლოდ დაჯგუფებაზე, ნარკოტიკებზე და ცუდ ბიჭებზე, ეს არის თითქმის ყველა ამერიკელი მშობლის აღზრდის მეთოდზე. ეს ისტორია უნდა იყოს ყველა ახალგაზრდას მაგალითი, თუ რა შეიძლება , რომ მოხდეს როცა ვერ აანალიზებ რას გამოიწვევს შენი ქმედებები.
შერონ სტოუნი (ზაკის დედა):
როცა ნიკმა გამომიგზავნა სცენარი, მას მოაყოლა წერილი, რომ ჩემი როლი არის ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი, რომ ჩემი გმირი არის ამ უსამართლო სამყაროს მსხვერპლი და ამავე დროს დამნაშავეც.
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე:
ამ ფილმის მთავარ გმირს ყავს ნამდვილი, რეალური პროტოტიპი - ჯესი ჯეიმს ჰოლივუდი. 20 წლის ასაკში ის მოხვდა "ფბრ"-ის ძებნილთა სიის პირველ ადგილზე. მის ქმედებებზე წერდნენ გაზეთები, ლაპარაკობდნენ ტელევიზიაში და განიხილავდნენ ყველაზე რეიტინგულ ამერიკულ შოუში "Americas Most Wanted".

ის იძებნებოდა 5 წელი, მაგრამ 2005 წლის 9 მარტს მას იჭერენ ბრაზილიაში, სადაც მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად და ფუფუნებას შეჩვეული, ეხლა უკვე ცხოვრობდა 1200 დოლარზე თვეში, რომელსაც უგზავნიდნენ მშობლები.
როდესაც კასსავეტისი, სწერდა სცენარს, მას ჰქონდა ჯესი ჰოლივუდის საქმესთან პირდაპირი შეხება, სანტა ბარბარის პროკურორი, მას აჩვენებდა სურათებს, ადგილებს და უყვებოდა უამრავ ფაქტს ამ ბიჭთან დაკავშირებით. იურისტების რეკომენდაციით კასსავეტისმა მისცა თავის გმირებს სხვა სახელები.
0 comments:
Post a Comment