Aug 21, 2010
ფელინის სასიყვარულო ისტორიები

ფელინის გარდაცვალებისთანავე გავარდა ხმები მისი ორმაგი ცხოვრების შესახებ. გაირკვა, რომ მას 36 წლის განმავლობაში ჰყავდა იდუმალი საყვარელი ანა ჯობანინი. ლამაზი, ფაშფაშა აფთაიაქარი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ფილმებში წარმოსახავდა. მეტსახელიც შეურჩია - ”პაჩოკა” ანუ, ფუნთუშა. ფელინიმ მას სამსახურიც დაატოვებინა, რათა სრულ განკარგულებაში ჰყოლოდა.
ფელინიმ ანა 1957 წელს, ”დოლჩე ვიტას” გადაღებისთვის მზადების პერიოდში გაიცნო. მთავარ როლში მან ხორცსავსე მსახიობი - ანიტა ეკბერგი მოიწვია, რომელიც დიდი მკერდით, გრძელი ფეხებითა და დასრულებული ფორმებით თავის შეყვარებულს აგონებდა.
რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ ანა ჯოვანინი რეპორტიორებს უმხელდა: ”მას უნდოდა ცოლად შევერთე, მაგრამ მე ვიყავი წინააღმდეგი”.
თუმცა ანა - ”ტკბილი ფუნთუშა” - დიდი რეჟისორის ერთადერთი სასიყვარულო გატაცება არ ყოფილა. იყო კიდევ ერთი, ახალგაზრდა როზიტა სტენბეკი, რომელიც ძველი კულტურის გასაცნობად ჰოლანდიიდან იტალიაში ჩამოვიდა. მან ჯერ ალბერტო მორავია - ფელინის დიდი მეგობარი გაიცნო, შემდეგ თავად მაესტრო და ორივესთან რომანი გააბა. ეს მაშინ მოხდა, როცა ფელინი ”ჯინჯერი და ფრედს” იღებდა.
როზიტა მაშინ 23 წლის იყო, ფელინის 66 უსრულდებოდა, ხოლო მორავია...
”82 წლის ვარ, - ამბობდა მწერალი, - მაგრამ ვგრძნობ, რა ხანმოკლეა სიცოცხლე. ჩვენი შესაძლებლობებით 150 წელსაც შემიძლია მივაღწიო, თუმცა გამუდმებით მესმის სიკვდილის ნაბიჯების ხმა..” - თუმცა ეს ხმა მორავიას სულაც არ უშლიდა ხელს, ჰყოლოდა 35 წლის ცოლი და აქტიურად ეარშიყა სხვა ქალბატონებთანაც. ფელინი უფრო მოკრზალებული იყო, ის ასე მიმართავდა როზიტას: ”მე უკვე ასაკში ვარ, ნეტა რა გინდა ასეთ ბებერთან?”. როზიტამ იცოდა, რაც ”უნდოდა” და რეჟისორს ნამდვილი, ნაზი და პოეტური სიყვარულის ცეცხლი დაუნთო. აი, ასე: ფელინისთან - ვნება, მორავიასთან - მეგობრობა. მოგვიანებით როზიტა იხსენებს:
”ეს იყო რთული, უცნაური ვიტარება. ფელინის უნდოდა მისგან შვილი გამეჩინა, მაგრამ ალბერტოზე ეჭვიანობდა. ერთხელ ასეც მითხრა, ჩვენ მორავიასთან მაშინ წავალთ, შვილი რომ გვეყოლებაო”.
მაგრამ ჯერ ალბერტო გარდაიცვალა, შემდეგ ფედერიკო. როზიტა სტენბეკმა კი თავისი საყვარლების გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წიგნი ”უკანასკნელი დონა”. პიკანტური ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძვრა ეშმაკი სულში ორ იტალიელ კლასიკოსს.
გააგრძელე კითხვა...
0 comments:
Post a Comment