Aug 22, 2010
ბოლო ნაბიჯი უკვდავებისაკენ

ამას მოჰყვა ხანგრძლივი ოპერაცია ციურიხში, მცირე ხნიტ გამოჯანმრთელება, შოკო რიმინიში, ფერარის კლინიკის კარცერი. როგორც პეტრო ჩიჩატი აღნიშნავს, ფელინიმ ”ვერ გაუძლო საწოლში უღონო ცხოვრებას, როცა შენზე სხვები ზრუნავენ. მას მხოლოდ სისხლსავსე ცხოვრებით უნდა ეცხოვრა: ესეირნა, ეკითხა, ემუსაიფა მეგობრებთან. ის მხოლოდ სრულფასოვან არსებობას ცნობდა..”
რიმინის საავადმყოფოში წოლისას რუმენელი ექთნის, დორინას სილამაზითა და გრაციით მოიხიბლა. ”ის” ზოგჯერ მაიძულებდა, მეფიქრა, რომ უკვე რომელიღაც სხვა, უჩვეულო სამყაროში მოვხვდი”.. - უმხელდა ფელინი რეპორტიორებს. მაგრამ გამოჩნდა ჯულიეტა მაზინა და სასწრაფოდ ექთნის შეხვლა მოითხოვა.
1993 წლის 3 აგვისტოს ფელინის ინსულტი დაემართა. რეანიმატორები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ: 31 ოქტობერს ფედერიკო ფელინი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მან მთელი ცხოვრება სიზმარში გაატარა, ახლა სამუდამო ძილს მისცა თავი.
ჯულიეტა მაზინამ მეუღლის შემდეგ მხოლოდ ოთხი თვე იცოცხლა.
...კინოქალაქ ჩინეჩიტას ფელინის სტუდიის შესასვლელში კვლავაც ჰკიდია წარწერა: ”რომელი ფილმი იქნება შემდეგი?” ასეთი წარწერა ყოველი ახალი ფილმის შემდეგ ჩნდებოდა. მართალია, მაესტრო ცოცხალი აღარ არის, მაგრამ წარწერა ისევ ადგილზეა, რადგან ფელინის იდეები, ნიღბები, იუმორი, სამყარო უკვდავია და უთუოდ გამოჩნდება სხვა რეჟისორების ფილებში.
გააგრძელე კითხვა...
0 comments:
Post a Comment