Aug 18, 2010
ფელინი და ქალები

”ქალებთან ყოველთვის მორცხვი ვიყავი”- გამოუტყდა ფელინი ამერიკელ ჟურნალისტს, - ”მე არ მინდა ქალი, ვისაც დიდებული საყვარლები ჰყავდა, რადგან ყოველთვის შედარებას დაიწყებს და, არამგონია, კონკურენციას გავუძლო”.
ფელინის არაერთხელკ უთქვამს, რომ კაცი თავისი ბუნებით პილიგამიური არსებაა. მას სურს ბევრი ქალი ჰყავდეს, ხოლო ცდუნებასთან ბრძოლის ყველაზე იოლი ხერხი ცდუნებაა. როგორც ბიბლიაშია: ”სცოდე, მოინანიე და მოგეტევება”.
მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი, ჰელმუტ ნიუტონი, შიშველი ქალების სურათების ოსტატი, ამბობდა: ”მე მიყვარს დიდი ქალები, მაღლები, ძლიერები, ისევე, როგორც ფელინის. მე ვამაყობ, რომ ამაში ერთმანეთს ვგავართ. მის ფილმებში ზუსტად ასეთი ქალებია: მაღლები, არაჩვეულებრივად დიდი ბიუსტით. ხანდახან ვფიქრობ, კარიკატურა ხომ არ არის, მაგრამ არა! ეს მშვენიერი ქალბატონებია. ფელინი მათში ხედავდა იმას, რაც სურს დაინახოს ყველა მამაკაცმა: მგრძნობიარობა, დედობრივი ზრუნვა, მამაკაცის მყიფე სულის დაცვა. მისი ქალები ყოველთვის ლამაზები არიან.”
ფელინის მემუარებში, სახელწოდებით ”მე ვიხსენებ”, არის აწსეთი პასჟი: ”ყოველთვის აღმაგზნებდა მშვენიერი სანახაობა - როცა ქალი ზის და გემრიელად მიირთმევს საჭმელს. აღმაგზნებდა სექსუალურად. მე დარწმუნებული ვარ ერთ კანონზომიერეგბაში: ქალს, რომელსაც უყვარს ჭამა, შეუძლებელია, არ უყვარდეს სექსი. ხოლო მამაკაცისთვის ქალი, რომელსაც უყვარს სექსი, განსაკუთრებით მიმზიდველი და ამაღელვებელია. შესაძლოა, ამიტომაც მაინტერსებს სრული ქალები”.
თავის დროზე ფილმ ”ქალების ქალაქმა” დიდი ხმაური გამოიწვია. ფელინის საყვედურობდნენ, თუ რატომ მოკიდა ხელი ასეთ თემას. რეჟისორი პასუხობდა: ”მე მგონია, რომ ფილმებს მხოლოდ ქალებზე ვიღებდი. მე მხოლოდ მათთან ვგრძნობ თავს კარგად. ქალი მითია. საიდუმლო, განუმეორებელი მომხიბვლელობა. ქალი - ყველაფერია. ფილმიც, თავისი შუქჩრდილების მონაცვლეობით, თავისი სახეებით, ხან რომ ჩნდებიან და ხანაც ქრებიან - აგრეთვე, ქალია. კინოში ისე ხართ, როგორც დედის მუცელში. ჩემი ფილმი ეს არის ყბედობა მაძღარი სადილის შემდეგ. ოდნავ შემთვრალი კაცის ლაქლაქი. ეს არის ზღაპარი ქალებზე, მოთხრობილი მამაკაცისგან, რომელიც ბოლომდე არ იცნობს მათ, რადგან თითქოსდა მათშია.. ეს არის ოცნება და მისი ხორცშესხმისათვის ოცნების სიმბოლური ენაა საჭირო. არ მინდა, ჩემი ფილმის ნახვისას იწვალონ, რაღაცას ჩაწვდნენ, ვერაფერსაც ვერ ჩაწვდებიან. მე მძულს თანამედროვე ავადმყოფობა, მანიაკალური მისწრაფება ყველაფრის გაანალიზებისა, დიაგნოზის დასმისა”...
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფელინი მომხრეა ირაციონალიზმის, ბუნებრივი მდგომარეობის, რაც განაპირობებს მამაკაცის სწრაფვას ქალისკენ, ქალისა კი - მამაკაცისკენ.
პირველი ბავშვური შთაბეჭდილება რეჟისორს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა: რიმინიში მეძავმა სარაგინამ, გაფაციცებულ ბავშვებს ორ სოლდად ვეება უკანალი უჩვენა, სამ სოლდად ოდნავ გადაწია ფეხები, ოთხად კი მთელი თავისი წინა ”მშვენებით” წარუდგა. რა თვალისმომჭრელობაა! ეს ბანჯგვლიანი რაღაა - ფისო?!
უბიწოება ფელინიმ მოგვიანებით, 20 წლის ასაკში დაკარგა, რომის ტიპურ ბორდელში, გულისხმიერ და, თითქმის ინტელიგენტურ მეძავთან ტიპურ იტალიურ ვარიანტში.
გააგრძელე კითხვა...
0 comments:
Post a Comment