twitter facebook გამოიწერე

Aug 24, 2010

Hot Tub Time Machine

ჟანრი: კომედია
რეჟისორი: სტივ პინკი
როლებში: ლიზი კაპლანი, ჩევი ჩეიზი, რობ კორდი, ჯონ კუისაკი, კლარკ დიუკი
გამოშვება: 2010
აღწერა: სამი საუკეთესო ძმაკაცი. მათი მეგობრობა დანგრევის პირას არის. წარსულის გასახსენებლად მიემგზავრებიან გასართობათ. იქ კი უცნაური ამბები ხდება, ისინი 80-ში ხვდებიან, როდესაც ყველაზე მხიარულები და მეგობრულები იყვნენ.

ტრეილერი:


რეცენზია: საკამოდ სასაცილო კომედიაა, მაგრამ რომ ჩაუღრმავდეთ ასევე ცხოვრების სეული ფილმია. ბავშობის სამი საუკეთესო მეგობარი და მათი ყოველდღიური პრობლემების ფონზე დანგრეული მეგობრობა.
როდესაც ახალგაზრდა ხარ და ირგვლივ უამრავი მეგობარი გყავს, მათ შორის საუკეთესო მეგობრები, ისინი შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრები არიან. და გგონია რომ ასე იქნება მუდამ. მაგრამ მოდის რეალური ცხოვრება, რეალური პრობლემებით. პირადი ცხოვრება, ოჯახი სამსახური და ის მუდმივი თანამგზავრები, რომლებიც მუდამ გვერდით უნდა იყვნენ ქრებიან. ამ დროს ისინიც იგივეს აკეთებენ რასაც შენ, ებრძვიან ყოველდღიურ პრობლემებს და ამ დროს მეგობრობა მეორე ფლანგზე გადადის. რა უნდა გააკეთონ მეგობრებმა ამ დროს? როდესაც გადაღლილები არიან პრობლემებით და მეგობრობის დაბრუნება სურთ? რათქმაუნდა უნდა გაერთონ და გაიხსენონ, რა კარგად ატარებდნენ ერთად დროს და როგორი უდარდელები იყვნენ. ზუსტად ამას სცდილობს ამ ფილმის სამი მეგობარი,რომლებიც წაიყოლებენ ერთ-ერთის დის შვილს, რომელიც ერთ-ერთის შვილი აღმოჩნდება. თუმცა მხოლოდ გამგზავრება და ძველი სასტუმროს ნახვა, სადაც მათ საუკეთესო დრო აქვთ გატარებული, არ შველის ბოლომდე პრობლემას. ისინი გადაწყვეტენ ჯაკუზიში ბანაობას, ლუდის სმას და გიჟობას, როგორც ახალგზარდობაში. მაგრამ სამქე იმაშია რომ ეს ჯაკუზი ჩვეულებრივი არ აღმოჩნდება, ეს დროის მანქანაა, რომელიც მათ 80-ში გადაანაცვლებს, იმ დროში როდესაც ყველაფერი დაიწყო. ერთი წვრილმანის გამოტოვებაც კი, მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ეხლა კი მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, გააკეთებენ ისინი ყველაფერს ისე, რომ ყველაფერი ისევ თავის ადგილს დაბრუნდეს თუ შეცვლიან რამეს? ამას კი ფილმის ნახვის დროს გაიგებთ. მე ძალიან ვიხალისე ფილმით და კარგ ხასიათზეც დამაყენაბ. ამიტომ გირჩევთ რომ თქვენც უყუროთ.

კადრები ფილმიდან:









გააგრძელე კითხვა...

მსგავსი პოსტები

0 comments:

Post a Comment