twitter facebook გამოიწერე

Aug 20, 2010

სიზმრებისა და ფანტაზიების მაესტრო


მათ ერთმანეთი 1943 წელს გაიცნეს. ფელინი 23 წლისა იყო, მაზინა 21-ის. პირველად ფრედერიკომ მისი ხმა საკვირაო რადიოსერიალ ”ჩიკო და პოლინაში” გაიგონა, რომლის ტექსტის ავტორიც თავად იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცნო ჯულიეტა და არ მოეწონა, რადგან გამხდარი და სუსტი აგებულებისა იყო. მიუხედავად ამისა, ისინი მალე შეეწყვნენ ერთმანეთს და 30 ოქტომბერს იქორწინეს.

”ის იყო პატარა და უმწეო, ნაზი და უმანკო. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი. მიდამ მზრუნველობას მოითხოვდა და მეც არ ვაკლებდი. ის მუდამ ქვემოდან ამომცქეროდა და არამარტო სექსში. მის თვალებში ჩემი ანარეკლი მიყვარდა. ერთად გადაღებული ფოტოსურათებიდან ჯულიეტას ყველაზე მეტად ის უყვარდა, როცა ერთმანეთს ვეხვევით და მე მასზე ვმაღლდები”..

რა თქმა უნდა, ხუმრობანარევი აღიარებაა, მაგრამ ამ ხუმრობაში ბევრი რამ სიმართლეა. ფელინის მაზინასადმი გადარეული ტრფობა არ ჰქონია, მათი ურთიერთობა უფრო მეგობრული და პარტნიორული იყო და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა. მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დასრულდა: ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. როგორც მოგვიანებით ფელინი წერდა: ”დაღუპულმა ბავშვმა, რარაც აზრით, უფრო მაგრად დაგვაკავშირა, ვიდრე ამას ცოცხალი ბავშვები შეძლებდნენ. ახალგაზრდობაში განცდილი საერთო ტრაგედია ადამიანებს უფრო აერთიანებთ. თუ უშვილო ოჯახი არ ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მტკიცეა და მეუღლეებს ერთმანეთი ეიმედებათ”.

ასე იცხოვრეს მაზინამ და ფელინიმ 50 წელი. ბავშვების ნაცვლად მათ საერთო ფილმები ჰქონდათ,. თუმცა, ბოლომდე ვერც აქ რიგდებოდნენ. მაზინა ხშირად საყვედურობდა რეჟისორ ქმარს: ”რატომ ხარ ჩემ მიმართ ასე მომთხოვნი და სხვების მიმართ ლოიალური?”

წყენა, ჩხუბი, უთანხმოება თუ შელაპარაკება - ეს ყველაფერი იყო 50 წლის მანძილზე. ალბათ, აქედან მოდის ფელინის სევდიანი სიტყვები: ”მე სრული ცხოვრებით ვიცხოვრე.” სიტყვა ”ბედნიერი” მას არ უხსენებია. შემდეგ ამატებდა: ”ჯულიეტა ჩემთვის რომის ნაწილია. ჩემი შემოქმედების, ცხოვრების ნაწილი.”

”მე და ფედერიკოს ვერაფრით დაგვარქმევთ ოჯახს. არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი.. ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ერთად ცხოვრობს. ხშირად მეკითხებიან, როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთადო. მე კი ვპასუხობ, გაცილებით გამიჭირდებოდა, სულელთან ცხოვრება-მეთქი”..

”ჩვენ ძალზე ადრე დავქორწინდით, - აგრძელებს მაზინა, - ერთად გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ძველებურად სხვადასხვანაირები დავრჩით. მე ლაპარაკი მიყვარს, ის კი სიტყვაძუნწია. მე თავგზა მებნევა მრავალსიტყვიან ისტორიებში, მას კი იოლად გამოაქვს აზრი, მე მოგზაურობა მიყვარს, ის კი ვერ იტანს, მე სიამოვნებით ვუსმენ მუსიკას, მას კი კითხვა ურჩევნია” ...

”და მაინც, რაღაც გვაერთიანებს. თუნდაც, შინ გატარებული წყნარი კვირადღე და სანახაობისაკენ ლტოლვა. ჩვენ ხალისით ვმუშაობთ ერთად, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მასთან გადაღება უფრო მიჭირს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რეჟისრორთან”..


გააგრძელე კითხვა...

მსგავსი პოსტები

0 comments:

Post a Comment