twitter facebook გამოიწერე

Aug 17, 2010

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი

ერთხელ ქუჩაში, მოხეტიალე ციგანმა უწინასწარმეტყველა მას რომ, ის გაითქვავს სახელს, იქნება მდიდარი, სამჯერ დაოჯახდება და ეყოლება სამი შვილი. და ბოლოს დააყოლა, რომ დიდხანს იცოცხლებს და 88 წლის ასაკში დაიღუპება.

გავიდა წლები... ჩარლზ სპენსერ ჩაპლინმა გაითქვა სახელი, ის გახდა მე20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი. გამდიდრდა, მართალია ოთხჯერ დაოჯახდა და 5ჯერ მეტი შვილი ყავდა, ვიდრე უწინასწარმეტყველა ციგანმა, მაგრამ მართლა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს, ქალაქ ლონდონში. თითქმის ნახევარი საუკუნე აოცებდა თავისი ნიჭით მაყურებელს. კრიტიკოსების თქმით მისი საიდუმლო იყო იმაში, რომ ის იყო კომიკური და ტრაგიკული შერწყმის ოსტატი. ყველაზე დიდი წარმატება მას მოუტანა მისმა სასცენო პერსონაჟმა - პატარა, ღარიბი კაცი, დიდი გულით და კეთილი თვალებით. ეს პერსონაჟი იყო მისთვის ძალიან ახლო. მისი "რთული ბავშობის ანაბეჭდი" - როგორც აცხადებდა თვით ჩარლი. ის 5 წლის ასაკიდან იდგა სცენაზე, რადგან მშობლებიც მსახიობები ყავდნენ. ადრეულ ასაკში მან უამრავი სირთულე გადაიტანა, დამუნჯებული დედა და ადრეულ ასაკში ლოთობისგან გარდაცვლილი მამა, მისთვის ყველაზე დიდი ტკივილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩარლი და თავის ძმა სიდი ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ჩარლი ბევრ ადგილას მუშაობდა, მაგრამ ასაკის გულისთვის ყველგან დროებით აჩერებდნენ. 14 წლის ასაკში მან დაიწო მუშაობა თეატრში და მიიღო როლი სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი”. თავის გაუნათლებლობის გულისთვის ჩარლი ყოველთვის შებოჭილი იყო და ეშინოდა, რომ დაკარგავს სამსახურს. მაგრამ გადიოდა წლები ჩარლიც უამრავ რამეს სწავლობდა. მისი წარმატებული კარიერის საწყისი იყო 1908 წელი, როდესაც ის იღებს როლს ფრედ კარნოს სამსახიობი დასში, რომელთან ერთადაც მიემგზავრება ტურნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ მას შეამჩნევენ და მიიწვევენ "Keystone Film" სტუდიაში, თავისი პირველი ფილმის გადასაღებად "Making a Living". ამის შემდეგ მას შემოთავაზებების სრული ბუმი აქვს.


1921 წელს აწყობს პირველ ევროტურს. ამ ტურის შემდეგ მან აიშენა ბინა ბევრლი ჰილსში.

1931 წელს აწყობს მეორე ტურს ევროპაში პრემიერით “City Lights”


1936 წელს სტუმრობს ევროპას ფილმით “Modern Times”


მისი პირველი ხმოვანი ფილმი არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს. ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა.


ასევე ჩარლი ჩაპლინი ჰქმნის თავის კინოსტუდიას, სადაც ის მსახიობის გარდა, ასევე სცენარისტი და რეჟისორია. წერს თავის მემუარებს, რის საფუძველზეც 1992 წელს შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin”.


ჩარლი ჩაპლინმა მოახდინა დიდი გავლენა მსოფლიო კინემატოგრაფიაზე. 1954 წელს მან მიიღო მსოფლიო მსახიობის ჯილდო, ასევე 1972 წელს გადაეცა სპეციალურად მისთვის დამზადებული "ოსკარი". ამის შემდეგ ვენეციაში მას გადასცეს ოქროს ჯილდო.

გაგრძელება იქნება...
შემდეგი თავი: ჩარლი ჩაპლინი და მისი სასიყვარულო ცხოვრება.

გააგრძელე კითხვა...

მსგავსი პოსტები

0 comments:

Post a Comment