twitter facebook გამოიწერე

Aug 4, 2010

Salt


ჟანრი: ბოევიკი, ტრილერი

რეჟისორი: ფილიპ ნოისი

როლებში: ანჯელინა ჯოლი, ლივ შრაიბერი, იარა შახიდი და ა.შ.

მსოფლიო პრემიერა: 21 ივნისი, 2010



მიმოხილვა:

ეველინ სოლტი "ცრუ"ს აგენტია. ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს როდესაც ის აპირებდა სახლში დაბრუნებას და თავის ქორწინების წლის თავის აღნიშვნას, მას გამოუჩნდა ახალი დავალება. სოლტს უნდა დაეკითხა რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი(ოლეგ ვასილიევიჩ ორლოვი), რომელსაც ჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია. მან განაცხადა რომ ეველინ სოლტი რუსი შპიონი - ჩენკოვაა, რომელიც ბავშობიდან იზრდებოდა სპეციალურ სკოლაში, სადაც მას ამზადებდნენ საიდუმლო დავალებისთვის, რომ ერთ დღეს მოეკლა ამერიკის პრეზიდენტი. მაგრამ ამჟამად მას განზრახული აქვს მოკლას რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც უახლოს დროში აპირებს ჩასვლას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის გაგონების თანავე სოლტი მირბის, იმალება თავისივე თანამშრომლებისგან, რადგან მათი დავალებაა დაიჭირონ იგი.

ინციდენტები, ფაქტები და დისკუსიები ფილმზე:

ფილმის გადაღების დროს ანჯელინა ჯოლი რამოდენიმეჯერ დაშავდა. ერთ-ერთი გაქცევის გადაღებისას მან დაარტყა თავი ისე, რომ წამოუვიდა სისხლი, ის ეგრევე გადაიყვვანეს საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით არანაირი სერიოზული ტრავმა არ ყოფილა და ჯოლიმ რამოდენიმე დღეში განაგრძო გადაღებები.

ამ ფილმმა გამოიწვია დიდი დისკუსიები რუსულ საზოგადოებაში, რადგან რუსებს შეურაწყობათ მიაჩნიათ ასეთი წარმოდგენა
თავიანთი ერის. ფილმის წლების მიხედვით, გამოდის, რომ სოლტი იზრდებოდა ეგრედ წოდებულ "Советский Союз"-ში და მაგ დროს ლაგერებში,
პიონერები იზრდებოდნენ მკაცრად და ბავშობიდანვე მათ უნერგავდნენ სიყვარულს თავის ქვეყნის მიმართ, და ამიტომ მათ
წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ შეიძლება ვინმე იმ დროიდანვე ყოფილიყო მტრულად განწყობილი საკუთარი ერის მიმართ. ფილმის კადრები როდესაც ნამდვილი რუსი შპიონები სვავენ არაყს და თავის ლიდერს (ორლოვს) თაყვანს სცემენ, ისე რომ ყოველი ლაპარაკის შემდეგ კოცნიან მის ბეჭედს, სადაც წერია - "За победу в Великой Отечественной войне 1941-1945", მიაჩნიად სისულელედ. და ამიტომ ამ ფილმმა რუსი საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფითი ემოციები გამოიწვია.


ანჯელინა ჯოლი ჩამოვიდა მოსკოვში, თავისივე ფილმის პრემიერაზე, მას შეხვდნენ დიდი
აჟიოტაჟით. მან დაარიგა რამოდენიმე ინტერვიუ და ასევე გაესაუბრა თავის თაყვანისმცემლებს. რუსები აცხადებენ, რომ მათ არ ახსოვთ ჯერ არცერთი ჰოლივუდის ვარსკვლავის ჩამოსვლა, ასეთი დაცვით. ჯოლისთან ახლოს მიკარებაზე არავინ ოცნებობდა, გადაადგილების დროს მისი დანახვაც შეუძლებელი იყო. იმ სასტუმროში სადაც გაჩერდა ჯოლი, გაანთავისუფლეს თანამშრომელი, იმის გულისთვის, რომ მან გადაუღო მას სურათები თავის მობილური ტელეფონით.




გააგრძელე კითხვა...

მსგავსი პოსტები

0 comments:

Post a Comment