
პირველი სიყვარული
"პირველი სიყვარული ხშირად არ მთავრდება ქორწინებით, მაგრამ გამახსოვრდება მთელი სიცოცხლე"-იძახდა ჩარლი, როცა საუბარი სიყვარულზე იწყებოდა.
ერთ საღამოს, როდესაც სამსახიობო დასი ემზადებოდა მორიგი სპეტაკლისთვის, ჩარლი იდგა კედელთან ჩაფიქრებული და უყურებდა ახალგაზრდა, კეკლუც მოცეკვავე გოგონებს. ერთ-ერთი მათგანი უეცრად წაიქცა და ყველა დასახმარებლად მივარდა. ამ უზარმაზარი წრიდან პირველი გამოსული მოცეკვავეს და ჩარლის თვალები შეეჯახნენ ერთმანეთს. ასე დაიწყო ჩარლის პირველი, მაგრამ ყველაზე მოკლედ სასიყვარულო ისტორია.
ბალერინას ხეტი კელი ერქვა, ის ბერტა კუტსის ანსამბლის მოცეკვავე იყო. "მას დიდი ყავისფერი თვალები და ბავშური, გულივით ტუჩები ჰქონდა."- ახსენა ჩარლიმ ერთ-ერთ თავის ჩანაწერში. ჩარლი კი გამხდარი და დაბალი ბიჭი იყო. ბებიასგან, რომელიც ნეხევრად ციგანი იყო, ჩარლის ნაცრიფერი თვალები და ხვეული, შავი თმა ერგო წილად. ჩარლის იმ დღესვე შეუყვარდა ეს პატარა გოგონა, ის აცილებდა მას ჯერ სკოლაში, მერე კი ცეკვის გაკვეთილებზე. უყვებოდა მას სასაცილო ისტორიებს და შემდეგ სიყვარულში გამოუტყდა. ჩარლი ახალგაზრდა და მოუთმენარი იყო. ამ მოუთმენლობამ კი შეაშინა ხეტი კელი და ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. სულ რაღაც 11 დღე გრძელდებოდა ჩარლის პირველი სასიყვარულო ისტორია,რომელიც მისი დამარცხებით დასრულდა.
გავა 16 წელი... ჩარლის, მათი ბოლო შეხვედრის გარდა, მისი საპნის სურნელიც ემახსოვრება...
იძულებითი ქორწინება
როდესაც ჩარლი ჩავიდა ამერიკაში, დაიმკვიდრა სახელი და უკვე საკუთარ ფილმებს იღებდა, ჰოლივუდში ის ქალების გულის სუსტი წერტილი იყო. მას ყოველთვის ახალგაზრდა გოგონები იტაცებდნენ, მაგრამ სერიოზულ რომანს არავისთან აბავდა.
1917 წელს მან ახალგაზრდა, დამწყები მსახიობი მილდრედ ხარრისი გაიცნო. ის ძალიან ლამაზი და მიმზიდველი იყო, ჩარლი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უბრალო ფიზიკური ლტოლვა მას ქორწინებამდე მიიყვანდა. რომანტიკული ვახშმების და სანაპიროზე სეირნობების შემდეგ მილდრედი დაორსულდა და ჩარლი ვალდებული იყო, ის ცოლად მოეყვანა.
პირველი ქორწინება უბედურებით დაიწყო - ბავშვი დაბადებიდან სამ დღეში დაიღუპა. ქორწინება არ დაშლილა ეგრევე, მაგრამ სახლში სრული ქაოსი იყო. ჩარლის აღიზიანებდა, რომ მილდრედი მას ყველაფერში ეთანხმებოდა, მაგრამ ყველაფერს მაინც თავისებურად აკეთებდა. რამოდენიმე წლის შემდეგ, ორივემ გადაწყვიტეს დაშორება, ყველანაირი ხმაურის გარეშე. ჩარლიმ სთხოვდა მილდრედს, რომ სასამართლოზე, მას ეთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. მილდრედი დაეთანხმა, მაგრამ აქაც თავისებურად მოიქცა და სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩარლიმ მიატოვა. ამას მოყვა დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მილდრედს 25 ათასი დოლარი ეკუთვნოდა, ჩარლიმ მას 100 შესთავაზა, იმ პირობით, რომ სამუდამოდ გაქრებოდა მისი ცხოვრებიდან. ფულმა ყველაფერი გადაწყვიტა. ჩარლიმ კი თავისი მორიგი ხმაურიანი რომანი წამოიწყო, გერმანელ კინოდივა პოლა ნეგრისთან, რომელიც არ დამთვარებულა ქორწინებით, მაგრამ დიდი აურზაური გამოიწვია.
შეცდომა, რომელიც $800 000 დაჯდა
როდესაც ჩარლი გამოვიდა თავის სასიყვარულო დეპრესიებიდან, მან დაიწყო ახალი ფილმის გადაღება "The Gold Rush". ზუსტად ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა ლიტა გრეი. ამ პატარა არსებამ მოუტანა მას ყველაზე დიდი პრობლემები, რაც კი არ მოუტანია ყველა მის ქალს ერთად. ლიტა გრეი ჯერ 18 წლისაც არ იყო, რომ დაორსულდა მისგან, მაგრამ ჩარლი მის ცოლობაზე არც კი ფიქრობდა. მან შესთავაზა 20 ათასი დოლარი, რომ ცხოვრება მოეწყო სხვა ადამიანთან, მაგრამ ლიტა არ დათანხმდა, მას მხოლოდ ჩარლი უნდადოდა, უფრო სწორედ მისი სიმდიდრე. მან განაცხადა რომ თუ ჩარლი მას არ მოიყვანს ცოლად, ის სასამართლოში უჩივლებს, ჩარლის სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ მათი დაძაბული უერთიერთობა ვერც ქორწინებამ და ვერც ორმა ვაჟმა ვერ გამოასწორა. რამოდენიმე წელიწადში ლიტა გრეიმ თავისით შეიტანა საბუთები განქორწინებაზე, მას უნდოდა ჩარლის მთელი ქონება.
ყველა აგებს თავის შეცდომებზე პასუხს. ჩარლის კი ეს $800 000 დაუჯდა, 600 ცოლს და ას-ასი შვილებს. ჩარლიმ მოიკრიბა ძალა და დაასრულა ფილმი "Circus", მაგრამ თავის ცხოვრების მოწყობილ ცირკის დეპრესიიდან, დიდი ხანი ვერ გამოდიოდა. ამ რთული დღეების გადალახვაში მას თავის ფილმის "City Lights", მსახიობი - ვირჯინია ჩერილი ეხმარებოდა.
ორი მარტოსულის შეხვედრა
არეულობის შემდეგ ჩარლი გაემგზავრა. ის დიდი ხანი მოგზაურობდა და კალიფორნიაში დაბრინებულმა თავი მარტოსულად იგრძნო.
ახალგაზრდა მსახიობი პოლლეტ გოდარი, რომელიც ნიუ იორკიდან ჩავიდა ჰოლივუდში, არავის იცნობდა. და ორი მარტისული შეხვდა ერთმანეთს. მათი რომანი ძალიან მშვიდი და ჰარმონიული იყო. ზუსტად ის რაც სჭირდებოდა ჩარლის, თავისი ხმაურიანი წარსულის შემდეგ.
ჩარლი ახალი ფილმისთვის იდეებს ეძებდა, პოლლეტი კი ამ დროს გადაღებებზე დადიოდა. ორივე ერთ წრეში ტრიალებნენ, ერთად დადიოდნენ ელიტარულ ვახშმებზე, მიღებებზე. პოლლეტი კარგად გრძნობდა ჩარლისთან თავს, მაგრამ ჩარლის სხვა რამ აწუხებდა. ის ვერ პოულობდა ადგილს თავის უზარმზარს ბევერლი-ჰილსის სახლში, მას დაეკარგა მუზა, იდეები თითქოს აორთქლდნენ.
შესვენების შემდეგ მას მოუვიდა იდეები ფილმზე "Modern Times" და მთავარ როლში კი თავის მეუღლეს, პალლეტს ხედავდა. ეს ფილმი სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც მოხეტილაები ბიჭზე და გოგონაზეა. ისინი გაიცნობენ ერთმანეთს პოლიციის მანქანაში და იმ წამსვე უჩნდებათ გრძნობა. ამის შემდეგ ერთად აგრძელებენ გზას, ამერიკის ახალ ეპოქაში, რომელიც უმუშევრობით და სირთულით გამოირჩეოდა. ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1915 წელს, პრემიერის პირველმა კვირამ არაჩვეულებრივად ჩაიარა და მოხსნა ყველანაირი რეკორდები. მაგრამ სულ რაღაც ერთ კვირაში ყველაფერი იცვლება, ხალხის ინტერესი ფილმისადმი ქრება, ყველანაირი მიზეზის გარეშე. ეს ჩარლის მორიგ დეპრესიაში აგდებს, მას აღარ სურს არაფრის გაგონება თავის ფილმზე და მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ მიემგზავრება.
დაბრუნების შემდეგ, მან პალლეტი გადაიღო კიდევ ერთ თავის ფილმში "The Great Dictator", რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია საზოგადაოებაში და ჩაპლინს ბრალად დასდო ცუდი სახელი - გერმანიის მტერი. ამის შემდეგ ის და პალლეტი მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს. ეს იყო მისი პირველი მშვიდი განშორება, ქალთან.
ცხოვრების სამუდამო თანამგზავრი
სიყვარული უცნაური რამ არის, ის როგორც 20 წლის ასაკში, ასევე 30, 40 და 50 წლის ასაკშიც მოდის...
ჩარლი ეძებდა მსახიობს თავის მორიგი ფილმისთვის, კინომსახიობების აგენტმა კი მას ურჩია დამწყები მსახიობი, უნა ო'ნილი. ის იყო დრამატურგ ო'ნილის ქალიშვილი. ჩაპლინს ჰქონდა წაკითხული მისი მოსაწყენი ხელნაწერი. და მას ეგონა რომ დრამატურგის შვილი უნდა იყოს მისნაირი მოსაწყენი ადამიანი. მაგრამ უნას ნახვის შემდგეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩარლი მოჯადოვებული იყო მისი ღიმილით და სილამაზით და ეგრევე გააფორმა მასთან კონტრაქტი, მას ეგონა რომ მხოლოდ ერთ ფილმზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ უნა მისი ცხოვრების სამუდამო თანამგზავრი გახდა.
რაც უფრო მეტს იგებდა ჩარლი უნაზე, მით უფრო უყვარდებოდა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ სიყვარული ასე გააბედნიერებდა. უნაც სიყვარულით პასუხობდა. ერთი რამ, რაც აშინებდა ჩარლის იყო ასაკის სხვაობა, მაგრამ უნას არაფრის ეშინოდა და მზად იყო მასთან დაეკავშირებინა მთელი თავის სიცოცხლე.
ისინი დაქორწინდნენ და ჩარლიმ თავისი პირველი ბედნიერი თაფლობის თვე სანტა-ბარბარაში გაატარა. ჩარლიმ 50 წელს გადააცილა, უნა კი მხოლოდ 18 წლის იყო. პატარა გოგონა გახდა ნადმვილი, მოსიყვარულე ცოლი და ჩარლის სიცოცხლეს მეტი ხალისი შემატა. ჩარლი თავს ისევ ახალგაზრდად და ყველაფრის შემძლედ გრძნობდა. მას უნა უკანასკნელი სიყვარულით უყვარდა და მზად იყო მისთვის ნებისმიერი რამ გაეკეტებინა.
ქორწინების შემდეგ უნამ განაცხადა, რომ აღარ სურს კინოში გადაღება და უნდა თავი მიუძღვნას მხოლოს ოჯახს. ჩარლი ბედნიერი იყო.
შემდეგ ჩარლიმ გადაიღო მორიგი ფილმი "Monsieur Verdoux", ის გამოვიდა ეკრანებზე 1947 წელს და ეგრევე კრიტიკოსების მსხვერპლი გახდა. ჩაპლინის შეხედულება თანამედროვე ამერიკაზე უარყოფითი იყო და ამერიკამ გადაიყვარა თავის საყვარელი ჩაპლინი.
იმის შემდეგ რაც ამ ფილმის დემონსტრაცია რამოდენიმე ქვეყანაში აკრძალეს, ჩარლიმ დატოვა ჰოლივუდი.
ჩარლი და უნა გადავიდნენ შვეიცარიაში, იყიდეს ლამაზი სახლი და მიუძღვნეს თავი

ოჯახურ ცხოვრებას. ზრდიდნენ შვილებს და ტკბებოდნენ სიყვარულით. ბოლო შვილი უნამ გააჩინა როდესაც ჩარლი 72 წლის იყო...
ჩარლის ბოლო ქორწინება, აღმოჩნდა საუკეთესო "ფილმი" მის ხანგრძლივ ცხოვრებაში. ამ ფილმში მან ითამაშა მრავალშვილიანი და მოსიყვარულე მამის როლი, უნამ კი სამაგალითო ცოლის და თბილი დედის. თავის ცხოვრების როლებს, არაჩვეულებრივად გაუძღვნენ, გასაკვირი არც არის, რეჟისორის, ხომ თვით ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი იყო !!!
გააგრძელე კითხვა...